თბილისში ხელოვნებისა და მეცნიერების ახალგაზრდა მოღვაწეები დააჯილდოვეს

© FB / Ilia Baburashviliწინადლის პრემია
წინადლის პრემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრესტიჟული პრემიის ლაურეატებს შორის არიან რეჟისორი გიორგი თავართქილაძე, პროზაიკოსი თორნიკე გოგნიაშვილი, ბიოფიზიკოსი ალექსანდრე ჯაფარიძე, ისტორიკოსი კახაბერ ყალიჩავა და სხვ.

თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში ზურაბ ჟვანიას ფონდის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები დააჯოლდოვეს. პრემია მიზნად ისახავს საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერებისა და შემოქმედებით მოღვაწეების პოპულარიზაციას, წახალისებასა და მხარდაჭერას.

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2018 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ >>

ღონისძიება თბილისის ცენტრში, მრავალფუნქციურ ცენტრ Republiс-ში გაიმართა.

კატეგორიაში „თეატრალური ხელოვნება“ პრემიის ლაურეატი გახდა მსახიობი ნატალია ყულოშვილი, ხოლო კატეგორიაში „კინოხელოვნება“ რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ გაიმარჯვა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველომ ევროპისთვის საკუთარი კულტურის გაცნობის უნიკალური შესაძლებლობა მიიღო

ნომინაციაში „მხატვრული ლიტერატურა“ გაიმარჯვა პროზაიკოსმა თორნიკე გოგნიაშვილმა, პოეტებმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ და ნიკა ლაშხიამ. მუსიკალური მიღწევებისათვის პრემია მიიღო კომპოზიტორმა ანზორ გუგუშვილმა, ხოლო სახვით ხელოვნებაში - მხატვარმა ნიკა ქუთათელაძემ.

საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერების დარგში პრემია დაიმსახურეს ბიოფიზიკოსმა ალექსანდრე ჯაფარიძემ და ისტორიკოსმა კახაბერ ყალიჩავამ.

ფულადი პრემიის ოდენობამ წელს 4 ათასი ლარი შეადგინა.

ლაურეატების დაჯილდოების შემდეგ ჩატარდა გალა-კონცერტი გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის კახი სოლომნიშვილის დირიჟორობით, ასევე სოლისტების ანა ჭანიას, სანდრო ნებიერიძის და ეკა გორგაძის მონაწილეობით.

პრემია ენიჭებათ 18-30 წლის ახალგაზრდებს. პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში, ახალგაზრდა მხატვრების სემინარზე გაჩნდა. „წინანდლის პრემია" 1999 წელს დაწესდა და მისი მიზანია მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ახალგაზრდების წახალისება, ასევე საზოგადოებისთვის თანამედროვე ნამუშევრების გაცნობა.

მშვიდობის ხიდი - Sputnik საქართველო
ქართველმა მოსწავლეებმა ვირუსებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ ფარი გამოიგონეს

დაჯილდოების პირველი ცერემონია იმავე 1999 წელს გაიმართა. ლაურეატების დაჯილდოება იმ დროს პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას პატრონაჟით ჩატარდა.

დადგენილება პრემიის აღდგენის შესახებ 2014 წლის 18 ნოემბერს საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა. პროექტი ხორციელდება ზურაბ ჟვანიას ფონდის მხარდაჭერით და გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით.

„წინანდლის პრემიის" ლაურეატები სხვადასხვა წლებში გახდნენ: პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, პოეტი რატი ამაღლობელი, კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, მწერალი ლაშა ბუღაძე, მსახიობი ნინო კასრაძე, მომღერალი ნატო მეტონიძე და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0