ქართველმა მოსწავლეებმა ვირუსებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ ფარი გამოიგონეს

© Sputnik / STRINGERმშვიდობის ხიდი
მშვიდობის ხიდი - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა სწავლულების მიერ შექმნილი მოწყობილობის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი წმენდს ჰაერს, არეგულირებს ტენიანობას და ასრულებს ელექტროსტატიკური ფილტრის ფუნქციას.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა გამომგონებლებმა შორენა გუჯაბიძემ, მარინა გუჯაბიძემ და დეა ილარიონოვამ გამოიგონეს მოწყობილობა, რომელიც ხელს უწყობს ჰაერში ბაქტერიების, ვირუსებისა და მიკრობების წინააღმდეგ ბრძოლას.

მოზაიკური ეკრანი შლირენის ეფექტის ვიზუალიზაციისთვის - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერებმა საერთაშორისო კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავეს

როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ХХI საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაა. ამ პირობებში მნიშვნელოვანია ისეთი უხილავი „მტრების“ წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიცაა ეპიდემია, ვირუსები, ალერგენები და სოკოვანი სპორები.

„როდესაც ჩვენ ჰაერის დაბინძურებაზე ვსაუბრობთ, ყველა წარმოიდგენს გამონაბოლქვით დაბინძურებულ ჰაერს. დაბინძურების ამ ტიპს ხელოვნური დაბინძურება ჰქვია. თუმცა, არსებობს ბუნებრივი ფაქტორებიც, რომლებიც ჰაერს აბინძურებენ და მას საშიშს ხდიან, ესაა მიკრობები, ვირუსები და ბაქტერიები, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის დიდ საფრთხეს ქმნიან. ამ პრობლემის ეფექტური პრევენცია არ არსებობს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ ამ თემაზე მუშაობა", – განაცხადა შორენა გუჯაბიძემ.

გოგონებმა ინოვაციური პროექტი „წყლის ფარი" გამოიგონეს. იგი ელექტროსტატიკური ფილტრია ბიპოლარული იონიზატორის ფუნქციით, რომელიც განკუთვნილია ჰაერის გასაწმენდად უმცირესი მტვრის ნაწილაკებისგან, აეროზოლებისგან, კვამლისგან, ჭვარტლისგან და ა.შ. მოწყობილობა გარეგნულად ჩვეულებრივ წყლის ფარდას ჰგავს.

ვალოდია სანდოშვილი და მისი გამოგონებული რობოტები - Sputnik საქართველო
ქართული რობოტი, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში აკვანს არწევდა

„თანამედროვე გამოკვლევები ადასტურებს, რომ ბაქტერიის გარსი დამუხტულია როგორც დადებითად, ისე უარყოფითად. „წყლის ფარის" ორ დამოუკიდებელ ზედაპირზე წყალი ჭარბი რაოდენობით იღვრება როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მუხტით, რომელიც მავნე ნაწილაკებს იზიდავს და ანადგურებს მათ", – განაცხადა "Sputnik–საქართველოსთან" შორენა გუჯაბიძემ.

„წყლის ფარის" საშუალებით შესაძლებელია აეროპორტებში, სავაჭრო ცენტრებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებში ჰაერი ისეთივე ჯანსაღი იყოს, როგორც ჩანჩქერებთან, ზღვასთან ან მთაში. იონებით დაბალანსებული ჰაერის პირობებში ადამიანის იმუნიტეტი მარტივად შეძლებს ბაქტერიებთან და ვირუსებთან გამკლავებას.

მოწყობილობის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი წმენდს ჰაერს, არეგულირებს ტენიანობას, არ ტოვებს განადგურებულ მიკროორგანიზმებს ჰაერში, ასრულებს ელექტროსტატიკური ფილტრის ფუნქციას, არის ენერგეტიკულად ეფექტური.

ქართველი მოსწავლეების გამოგონებამ მეცნიერებისა და სწავლულების ყურადღება მიიქცია არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სულ ახლახან გოგონებმა დუბლინში გამართულ „ევროკავშირის 30-ე კონკურსზე ახალგაზრდა გამომგონებლებისათვის" (EUCYS) მესამე ადგილი დაიკავეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური