საქართველოს პრემიერმა ლონდონის ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა

© FB / Mamuka Bakhtadzeმამუკა ბახტაძე ლონდონის საფონდო ბირჟაზე
მამუკა ბახტაძე ლონდონის საფონდო ბირჟაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ინვესტორების დღე გაიმართა

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოსადმი მიძღვნილ დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ლონდონის ბირჟაზე ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის მთავრობის მეთაური ღონისძიებაზე „საქართველო - ინვესტორთა დღე“ საქართველოს მიღწევებსა და დაგეგმილ რეფორმებზე 130 კომპანიას ესაუბრა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ მსოფლიოს უდიდეს ინვესტორებს ქვეყნის საინვესტიციო გარემო და რეფორმები გააცნოს.

„ეს იყო ძალიან კარგი საშუალება ჩვენთვის, ინვესტორებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და იმ ამბიციური გეგმების შესახებ, რომლებიც გვაქვს, რათა საქართველო რეგიონულ ცენტრად“, – განაცხადა პრემიერმა.

ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ ინვესტორები დიდ ინტერესს იჩენენ.

„ძალიან დიდი დაინტერესებაა საქართველოში ინვესტირების თვალსაზრისით და ამასთან ერთად, ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, უახლოეს წლებში მეტი ქართული კომპანია ვიხილოთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოვახდინოთ საქართველოს უფრო ეფექტური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში და, აქედან გამომდინარე, ასეთ პლატფორმებსა და მსგავს საფონდო ბირჟებზე ჩვენი აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბახტაძემ.

ლონდონის საფონდო ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიხილ რათჰიმ, თავის მხრივ, ქართული კომპანიების ბირჟაზე წარმატებები აღნიშნა.

თბილისი - Sputnik საქართველო
ინვესტიციები საქართველოში გაიზარდა: ვინ ლიდერობს ამ მხრივ

„დღე მწვანე ნიშნულით დაიწყო, რაც აქციების ფასის მატებაზე მეტყველებს. განსაკუთრებით გვახარებს საქართველოს მთავრობის მეთაურის სტუმრობა. ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობის დიდი ისტორია გვაკავშირებს. მაგალითისათვის, სს "საქართველოს ბანკის" აქციები ჩვენი ბაზრის პრემიალურ სეგმენტშია. ძალიან კარგ და წარმატებულ სურათს ქმნის მისი ფასების დინამიკა. ჩვენთან ხდება პატარა ქართული კომპანიების აქციებით ვაჭრობაც. მიმაჩნია, რომ ამ პარტნიორობით დავამტკიცეთ, რომ ლონდონში კონცენტრირებული გლობალური ბაზრები დაინტერესებულნი არიან და ახარებთ ის შესაძლებლობები, რაც საქართველოში არსებობს და მისი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს უკავშირდება“, – განაცხადა რათჰიმ.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული პირველი აქციები „საქართველოს ბანკის“ 160 მლნ აშშ დოლარის ოდენობის აქციები იყო. ეს 2006 წლის 29 ნოემბერს მოხდა. 2012 წელს „საქართველოს ბანკი“ ისტორიაში მეორე უცხოური ფინანსური ინსტიტუტი გახდა, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიალური ლისტინგი მიიღო.

ეროვნული ბანკი საბროკერო კომპანიების კლიენტებს იცავს>>

ამჟამად ლონდონის საფონდო ბირჟაზე, „საქართველოს ბანკის გარდა“, მიმდინარეობს „თიბისი ბანკის“, ჯგუფის Georgia Capital და ჯანდაცვის საქართველოს ჯგუფის აქციებით ვაჭრობა. ამას გარდა, ბირჟაზე მიმოქცევაშია საქართველოს მთავრობის, „საქართველოს ბანკის“, საქართველოს რკინიგზის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, ჯგუფის Georgia Capital მიერ განთავსებული ევროობლიგაციები.

ყველა ახალი ამბავი
0