06:53 22 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3158
  • 100 RUB4.6607
  • USD2.9701
თბილისის იუსტიციის სახლი

ეროვნული ბანკი საბროკერო კომპანიების კლიენტებს იცავს

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)
101 0 0

ახალი რეგულაციები ეხება საბროკერო კომპანიებში ვაჭრობის გათვალისწინების სისტემასა და მათი კლიენტების წინაშე ანგარიშის გაუმჯობესებას.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დამატებითი რეგულაციები დააწესა საბროკერო კომპანიებისთვის, რომლებიც ჩართული არიან დიდი რისკის მქონე ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში.

კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა შემოიღო საბროკერო კომპანიის კლიენტთან კონტრაქტის გარკვეული ფორმა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს სრულფასოვანი ინფორმაცია კლიენტის კონტრაგენტზე, მხარეების ვალდებულებებზე ანგარიშის გახსნისა და დახურვის დროს, კლიენტის სახსრების მართვაზე, კონტრაქტის გაუქმების წესებზე, ვალდებულებებზე კონფიდენციალურობის შესახებ, ასევე მონაცემები ყველა საკომისიოსა და გადასახადის შესახებ.

„ეროვნული ბანკი ზომებს იღებს „ფინანსური პირამიდებისგან" მოსახლეობის დასაცავად">>

ამიერიდან საბროკერო კომპანიებმა ეროვნულ ბანკს თავიანთი პროვაიდერების კანდიდატურების შესახებ უნდა აცნობონ. გარდა ამისა, ამ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ მუშაობის გასაგები პროცესი, რათა შესაძლებელი იყოს დადგინდეს, მათი ვაჭრობის შედეგად მოგება ან წაგება როდის ხდება მოგება ან ზარალი კლიენტებისთვის.

კომპანიას აღრიცხვის ისეთი სისტემა უნდა ჰქონდეს, რომელიც საშუალებას იძლევა, ნებისმიერი თარიღის მიხედვით ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია კლიენტის ფინანსური მდგომარეობის, მისი კაპიტალის, წაგების ან მოგების ან განსაზღვრულ პერიოდში კლიენტის ჯამური კაპიტალის ცვლილების შესახებ.

კომპანიას კლიენტის შესახებ უნდა ჰქონდეს შემდეგი მონაცემები: კლიენტის უნიკალური ნომერი; კლიენტის ანგარიშის ნომერი; კლიენტისთვის მიცემული საკრედიტო მხარე; კლიენტის მიერ შეტანილი თანხა და მისი შეტანის თარიღი; კლიენტის მიერ გატანილი თანხა და გატანის თარიღი; ვაჭრობის ჯამური შედეგი დახურილი ტრანზაქციებისთვის; მიმდინარე (არარეალიზებული) მოგება/ ზარალი ღია პოზიციებისთვის; ღია პოზიციებში გამოყენებული საწყისი მარჟა; თავისუფალი მარჟა; კლიენტის ჯამური კაპიტალი; ჩამოჭრილი საკომისიოები ტიპების მიხედვით.

საბროკერო კომპანიებს აეკრძალებათ კლიენტების ანგარიშებით მანიპულირება მათი თანხმობის გარეშე, იმ მომენტისთვის საბაზრო ფასისგან განსხვავებული ფასის შეთავაზება, პროვაიდერების ფასებში ჩარევა და ფასებით მანიპულირება.

გარდა ამისა, საბროკერო კომპანიებისთვის წესდება სპეციალური მოთხოვნები რეკლამასთან დაკავშირებით. კომპანია ვალდებული იქნება, რეკლამასთან ერთად განათავსოს გაფრთხილება რისკების შესახებ ფინანსური ინსტრუმენტებით მაღალი რისკებით ვაჭრობისას, მას არ ექნება უფლება, დაჰპირდეს კლიენტს მოგების გარკვეულ თანხას. ამასთან ერთად, კომპანია ვალდებული იქნება, წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს სრული ინფორმაცია სარეკლამო მასალების, მათი გავრცელებისა და სარეკლამო კამპანიის შესახებ.

ასევე, კომპანიის ვებ-გვერდზე უნდა განთავსდეს ინფორმაცია ონლაინ-ვაჭრობის სპეციფიკის შესახებ და მატერიალური რისკების სრულფასოვანი აღწერა, რაც ყველა შეთავაზებულ პროდუქტსა და ვაჭრობის პროცესს ახასიათებს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)

მთავარი თემები