საქართველოს მთავრობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამას განაახლებს

გამოწერა
ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2019 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამას ააღორძინებს, განუცხადა მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა ჟურნალისტებს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც რაიონებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებდა, 2016 წელს, თვითმმართველობის რეფორმების დროს დაიხურა.

„განსაზღვრულია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა. ეს პროგრამა იქნება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილი – ე.წ. ქვეკომპონენტი. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რათა მოსახლეობის უშუალო ჩართულობით სწორად მოხდეს პროექტების შერჩევა, და ფინანსთა სამინისტროსთან, რათა შეჯერდეს თანხის ოდენობა“, – განაცხადა გიორგობიანმა.

თუშეთი - Sputnik საქართველო
რა სიახლეებს სთავაზობს საქართველოს მთავრობა მაღალმთიან სოფლებს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში 2009 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაიწყო და 2016 წლამდე მოქმედებდა.

პროგრამის ფარგლებში წელიწადში საშუალოდ სოფლის მოსახლეობის მიერ შერჩეული 100–მდე პროექტი ფინანსდებოდა.

პროგრამის შეწყვეტის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ და პოლიტიკოსებმა არაერთხელ მოითხოვეს მისი აღდგენა, რადგან სოფლების ინსფრასტრუქტურული პრობლემები უყურადღებოდ დარჩა. ამ პერიოდში რეგიონული განვითარების სამინისტროს მუშაობა მასშტაბურ პროექტებზე იყო ორიენტირებული.

მას შემდეგ, რაც 2018 წლის ზაფხულში ქვეყნის პრემიერი მამუკა ბახტაძე გახდა, მთავრობამ კვლავ დაიწყო საუბარი სოფლებისა და მათი მოწყობის მნიშვნელობის შესახებ და პირობა დადო, რომ ამ მიმართულებით რეფორმებს გაატარებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0