კანაფის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა ორი თვით გადაავადა

© Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანაფის კულტივაციის საკითხმა საზოგადოებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უკამოფილება გამოიწვია.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადაავადა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წლის 14 სექტემბერს დარეგისტრირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი „მცენარე კანაფის შესახებ", რომელიც კანაფის მოყვანის, მისგან კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების და ექსპორტზე მისი გატანის წესებს დაარეგულირებს. "ბალახის" მოწევის ლეგალიზაციის კვალდაკვალ აღნიშნულმა საკითხმა საზოგადოების და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და, კერძოდ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უკმაყოფილება გამოიწვია.

პარლამენტი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს აღარ განიხილავს>>>

კანონპროექტის განხილვის გადავადების მოთხოვნით საქართველოს პარლამენტის ბიუროს გუშინ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა მიმართეს. აღნიშნული კომიტეტების დასკვნა კანონპროექტზე სავალდებულოა. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, დამატებითი კონსულტაციების გამო კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია და, შესაბამისად, გადავადებასაც საჭიროებს. კანაფის კონტროლის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვის ვადა გუშინ იწურებოდა.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: იმედია მარიხუანას კულტივაციის კანონი მომავალში არ იქნება მიღებული

საქართველოში მარიხუანის მოყვანა-წარმოების შესაძლო ლეგალიზებასა და ექსპორტზე გატანის თაობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს პარლამენტის წინააღმდეგ პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის" ლიდერების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიძის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რითიც მარიხუანის მოხმარებისთვის ერთადერთი დარჩენილი ადმინისტრაციული სასჯელი — 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა.

მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს შსს-მ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც შეზღუდვებს ითვალისწინებს. დოკუმენტი 131-გვერდიანია და დამტკიცების შემდეგ, სულ მცირე, ათ კანონში გამოიწვევს ცვლილებას. საუბარია „ბალახის" მოწევის აკრძალვაზე საზოგადოებრივ ადგილებში, ტრანსპორტში, არასრულწლოვნების თანდასწრებით. გარდა ამისა, მარიხუანის მოხმარება ეკრძალებათ პედაგოგებს, ექიმებსა და ჩინოვნიკებს მუშაობის პერიოდში.

კანაფი საქართველოში - მოყვანა, გადამუშავება და იმპორტი რეალობა ხდება>>>

შსს-ს მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის მხოლოდ ექსპორტი იქნება დაშვებული, ხოლო იმპორტი აკრძალული. ასევე აიკრძალება არასამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციაც.

შსს ასევე გეგმავს მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღებას.

მას შემდეგ, რაც კანაფის კულტივაციის შესახებ ინიციატივას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დაუპირისპირდა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კანონპროექტის უკან გაწვევაც არ გამორიცხა.

 

ყველა ახალი ამბავი
0