საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით კომპანიის დირექტორი დააკავეს

გამოწერა
დანაშაული სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით თბილისში ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
სახელმწიფო ქონების დაუფლების ბრალდებით სამ პირს ბრალი წაუყენეს

უწყების ცნობით, ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით 106 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო მასალების ფიქტიურ მიწოდებაზე დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაყალბებული საგადასახადო დოკუმენტების საერთო ღირებულება დაახლოებით 106 ათას ლარს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0