სახელმწიფო ქონების დაუფლების ბრალდებით სამ პირს ბრალი წაუყენეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანაშაული სასჯელის სახით 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ბრალდებით ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი პირი და ორი ექსპერტი პასუხისგებაში მისცეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დამნაშავის დაკავება - Sputnik საქართველო
სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

უწყების ცნობით, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა 2016-2017 წლებში წალკის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ორი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.

„უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მან დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა სამუშაოების პროცესში გამოყენებული მასალის პარამეტრები, ხარისხის მაჩვენებლები და შესრულებული სამუშაოების მოცულობა. აღნიშნული ქმედებით დანაშაულში მხილებული პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონებას", – ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნული სამშენებლო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაო კერძო ექსპერტებმაც შეამოწმეს, რომლებმაც ბრალდებულის მიერ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული სამუშაოების მოცულობა არ შეადარეს ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს თაღლითობას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენებას. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0