თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. მხატვარმა ლევან გოგიტაძემ ქუთაისში გამართულ გამოფენაზე ფართო საზოგადოებას საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკოსის პორტრეტების სერია წარუდგინა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ქუთაისელი მხატვრის პორტრეტებზე შეიძლება იხილოთ საქართველოს პირველი და მესამე პრეზიდენტები – ზვიად გამსახურდია და მიხეილ სააკაშვილი, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი და ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატები სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ა.შ. სულ დაახლოებით 20 ტილოა წარმოდგენილი.
გამოფენა საქველმოქმედო ხასიათის იქნება და შემოსული თანხა მრავალშვილიან ოჯახებს მოხმარდება.
ავტორის აზრით, პორტრეტების პოტენციური მყიდველები თავად პორტრეტის გმირები იქნებიან.
გოგიტაძე გამოფენის გამართვას ქუთაისში, შემდეგ კი ბათუმსა და თბილისში გეგმავს. ექსპოზიციის ზუსტი თარიღი და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.
2018 წლის სექტემბერში გოგიტაძის ნამუშევრები იტალიაში, ქალაქ კოზენცაში გამართულ ქუთაისელი მხატვრების გამოფენაზე გამოჩნდა, სადაც მხატვარმა ქუთაისისა და კოზენცას მერების პორტრეტები გამოფინა.