„თბილისობაზე“ კალაძე და ბახტაძე დაასაჩუქრეს

© FB / Kakha Kaladzeკახა კალაძე და მამუკა ბახტაძე
კახა კალაძე და მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა და ქალაქის მერმა „თბილისობის“ დღესასწაულის სხვადასხვა ლოკაციები მოინახულეს

თბილისი,  7 ოქტომბერი  – Sputnik.  თბილისის მერმა კახა კალაძემ და  პრემიერ–მინისტრმა  მამუკა ბახტაძემ „თბილისობის“ დღესასწაულზე მოულოდნელი საჩუქრები მიიღეს. 

თბილისის მერი საკუთარ შვილებთან ერთად  და  მთავრობის მეთაური  რიყის პარკში იმყოფებოდნენ,  დაათვალიერეს ყვავილების ფესტივალი და დღესასაწულის სხვა ლოკაციები. 

ისინი საჩუქრების გარეშე არ დარჩენილან. ცნობილმა ქართველმა კარიკატურისტმა ზალიკო სულაკაურმა კალაძეს და ბახტაძეს მათი კარიკატურები უსახსოვრა. პოლიტიკოსებმა საჩუქარი შეაფასეს და მხატვართან ერთად ფოტოები გადაიღეს.

გარდა ამისა, მათ გასტრონომიულ ფესტივალზე ღვინო დააგემოვნეს და თითო ბოთლი ღვინო შეიძინეს. ახლა, კალაძეს და ბახტაძეს ერთნაირი ღვინოები აქვთ. 

პოლიტიკოსების სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე, ისინი ფრიად კმაყოფილი დარჩნენ დღესასწაულით.

2018 წელს „თბილისობა“ 34–ედ ტარდება. ქალაქის დღეს პირველად 1979 წელს აღინიშნა. თუმცა, 1989–1994 წლებში ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ–ეკონოიკური მდგომარეობის გამო, „თბილისობა“ არ აღინიშნებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0