რუსეთის თავდაცვის უწყება აშშ–ს საქართველოს მოსახლეობაზე ცდების ჩატარებაში ადანაშაულებს

© photo: NCDCლუგარის ლაბორატორია
ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იგორ კირილოვი ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქეებზე საშიშ პრეპარატს ცდიან, რომელსაც აშშ–ის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დონალდ რამსფელდის კომპანია აწარმოებს

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, საკითხის შესწავლის შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ხმაური „ლუგარის ლაბორატორიის" გარშემო, პრაქტიკულად, მისი დაარსების დღიდან არ წყდება. ლაბორატორია არაერთხელ დაადანაშაულეს იმაში, რომ მისი მიზანია ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის შექმნა, საშიშვირუსიანი შტამების შემოტანა - ყველა ამ ბრალდებას საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს. ცოტა ხნის წინ ამჟამად მოსკოვში მცხოვრებმა საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ პრესკონფერენციაზე მოსკოვში განაცხადა, რომ თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე საიდუმლო ექსპერიმენტები ტარდება. მისი თქმით, მას აქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები.

„ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
საქართველო მზად არის, რუსი ექსპერტები ლუგარის ლაბორატორიაში შეუშვას

„წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ექსპერიმენტები მასობრივი ლეტალური შედეგებით დასრულდა. მიუხედავად 2015 წლის დეკემბერში 24 ადამიანის დაღუპვისა, კლინიკური კვლევები გაგრძელდა საერთაშორისო სტანდარტებისა და პაციენტების სურვილის საწინააღმდეგოდ. ამან კიდევ 49 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია“, – განაცხადა რუსეთის სამხედრო ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა.

მისი თქმით, ეს ადამიანები დაიღუპნენ აშშ–ის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დონალდ რამსფელდის კომპანიის მიერ წარმოებული პრეპარატის საქართველოს მოქალაქეებზე გამოცდისას.

საქართველოს ხელისუფლება რუს ექსპერტებს იწვევს საერთაშორისო სემინარზე, რომელიც „ლუგარის ლაბორატორიაში“ 14–15 ნოემბერს გაიმართება.

ლუგარის ლაბორატორია 2011 წლის მარტში თბილისის გარეუბანში „ალექსეევკის" დასახლებაში აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. თავდაპირველად ის იყო თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, შემდეგ - შსს-ს, ხოლო ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.



ყველა ახალი ამბავი
0