საქართველო მზად არის, რუსი ექსპერტები ლუგარის ლაბორატორიაში შეუშვას

© Sputnik / STRINGER„ლუგარის ლაბორატორია"
„ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი ექსპერტები რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში საერთაშორისო სემინარზე არიან მიწვეული

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება რუს ექსპერტებს საერთაშორისო სემინარში მონაწილეობისთვის იწვევს, რომელიც რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრში 14-15 ნოემბერს გაიმართება, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

ამჟამად მოსკოვში მცხოვრებმა საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე მოსკოვში განაცხადა, რომ თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე საიდუმლო ექსპერიმენტები ტარდება. მისი თქმით, მას აქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი ამერიკულ მხარეს განმარტებას მოსთხოვს საქართველოში ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ, სადაც, შესაძლოა, ჩატარდა ექსპერიმენტები ადამიანებზე ლეტალური შედეგით.

„14-15 ნოემბერს იქ ტარდება საერთაშორისო სემინარი და ორგანიზატორებმა რუსი ექსპერტებიც მოიწვიეს. თუ აინტერესებთ, დღეს როგორ გამოიყურება ეს ლაბორატორია, თუ სურთ სიმართლისა და ჭეშმარიტების გარკვევა, შეუძლიათ ჩამოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა სემინარში", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჯეფრი სილვერმანი - Sputnik საქართველო
„მთელი საქართველო - მოსიარულე ლაბორატორიაა": სააკაშვილის მრჩევლის გულახდილი საუბარი

აბაშიძის განცხადებით, რუსულ მხარეს მონაწილეობაზე თანხმობა არ განუცხადებია, თუმცა, ექსპერტებს კიდევ აქვთ დრო და სურვილის შემტხვევაში შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა.

„მოწვევა გაეგზავნათ და მათი გადასაწყვეტია. ჯერ არის დრო. სემინარზე დასასწრებად 20 ქვეყნიდან ჩამოდიან სტუმრები, სპეციალისტები. იქნება ძალიან საინტერესო, აქტუალური თემატიკა და მეზობელი ქვეყანაც უნდა იყოს ამაში დაინტერესებული", - აღნიშნა აბაშიძემ.

ამ განცხადებით აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში შეხვედრის შემდეგ გამოვიდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკული საკითხები განიხილეს და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შუალედური შედეგები შეაჯამეს.

რაც შეეხება „ლუგარის ლაბორატორიას", ხმაური მის გარშემო, პრაქტრიკულად, მისი დაარსების დღიდან არ წყდება. ლაბორატორია არაერთხელ დაადანაშაულეს იმაში, რომ მისი მიზანია ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის შექმნა, საშიშვირუსიანი შტამების შემოტანა - ყველა ამ ბრალდებას საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს.

ლუგარის ლაბორატორია 2011 წლის მარტში თბილისის გარეუბანში „ალექსეევკის" დასახლებაში აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. თავდაპირველად ის იყო თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, შემდეგ - შსს-ს, ხოლო ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.

 

ყველა ახალი ამბავი
0