საქართველო ჰონგ-კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს

© REUTERS / Bobby Yipჰონგ-კონგი
ჰონგ-კონგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ბიზნესმენებისთვის მალე მაღალმსყიდველუნარიანი რვამილიონიანი ბაზარი იქნება ხელმისაწვდომი.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციისთვის შედის საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის გაფორმებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

საქართველომ და ჰონგ-კონგმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს სამიტის Belt and Road ფარგლებში, რომელიც ჰონგ-კონგში ივნისის ბოლოს გაიმართა.

„ჩვენი ეკონომიკის სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს უკეთ ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, ვისაც პარალელურად აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან და ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ამ უმნიშვნელოვანეს წარმატებას დავუმატოთ ახალი ეკონომიკური პლატფორმები", – განაცხადა ბახტაძემ.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველო რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საუკეთესოა – პრემიერი კმაყოფილია

შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრასა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობას. მხარეთა შორის შეთანხმება ასევე ფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები და სხვა.

„ჰონგ-კონგი არის სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ცენტრი და, შესაბამისად, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი მეწარმეებისთვის, რომ წვდომა ჰქონდეთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსყიდველუნარიანობის მქონე თითქმის რვამილიონიან ბაზარზე", – აღნიშნა ბახტაძემ.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ-კონგთან 2017 წელს 108,9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, აქედან ქართული პროდუქციის ექსპორტმა ჰონგ-კონგში – 6,4 მლნ დოლარი.

მიმდინარე წლის რვა თვეში სავაჭრო ბრუნვამ ჰონგ-კონგთან 79,9 მლნ დოლარს გადააჭარბა, საიდანაც ქართული პროდუქციის ექსპორტმა 3,9 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა.

საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან EFTA, თურქეთთან და ჩინეთთან.

 

ყველა ახალი ამბავი
0