რას მოუტანს საქართველოს  უცხოელებისთვის დაგეგმილი შეღავათები

გამოწერა

თბილისი,  3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში  ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა ინერგება ,  რომელიც 34 ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს საქართველოში ჩამოუსვლელად, ელექტრონულად დაარეგისტრირონ  საკუთარი კომპანიები და გახსნან საბანკო ანგარიშები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ  მამუკა ბახტაძის განცხადებით,  აღნიშნული სიახლე რევოლუციური მნიშვნელობის ცვლილება იქნება. გარდა ამისა, იგი  უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, რომ  საქართველო ფინანსური ცენტრი გახდეს.

„რევოლუციური სიახლე“: რა შეღავათებს გეგმავს საქართველოს მთავრობა უცხოელებისთვის>>>

საქართველოს მთვარობის ამ ახალ ინიცატივას დადებითად აფასებს ეკონომისტი ვეფხია გიორგაძე.

„ეს არის გარდამავალი ეკონომიკების მქონე ქვეყნების პრაქტიკა, რაც მინდა გითხრათ, რომ ამართლებს. მით უმეტეს,  თუ ჩვენ ასეთ კომპანიებს შევთავაზებთ გრძელვადიან,  სტაბილურ, მარტივ(ლიბერალურ –რედ.) საგადასახადო სისტემას. შევთავაზებთ დაბალ გადასახადებს ტრანსაქციებზე,  კვალიფიციურ მსოფლიო კონკურენტუნარიან კადრებს, გავუმარტივებთ ინვესტირების პროცედურებს“,  -განუცხადა ვეფხია გიორგაძემ  „Sputnik -საქართველოს“.

ექსპერტ  გია ხუხაშვილის აზრით, მნიშვნელოვანია  კონტროლის რა  მექანიზმები ჩაიდება აღნიშნულ  სერვისში. 

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ბახტაძემ გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა

„ნებისმიერი გახსნილობა ცუდი არ არის, თუმცა, აქ არის  გასარკვევი  თუ რა შესაბამისი კონტროლის მექანიზმები ჩაიდება, რადგანაც  ვიცით,  რამდენად  მაღალია დღეს  შავი ფულის ბრუნვის საფრთხე, ასე ვთქვათ,  სხვადასხვა არაკანონმიერი ფინანსური ნაკადების მოძრაობა“, – აღნიშნა  გია ხუხაშვილმა „Sputnik- საქართველოთან“.

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე კი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ღონისძიებებს  კავშირის არ აქვს ქვეყნის განვითარებასა და  საზოგადოების განვითარებასთან.

„ამაში არ დევს ქვეყნის განვითარება . სად დევს და როგორ მდიდრდებიან ქვეყნები, ძალიან კარგად არის შესწავლილი, საქართველოს ხელისუფლებას კი  არ უნდა ამის ცოდნა. ამიტომ ეს ხელოვნური ღონისძიებები არის გარკვეული ვიღაც ჯგუფისთვის საინტერესო და არავითარი კავშირი ამას საქაღთველოს ეკონომიკის განვითარებასთან არ  აქვს“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ  „Sputnik - საქართველოსთან“  საუბრისას.

გიორხელიძის განცხადებით, პიროვნება ელექტრონულად დარეგისტრირდება თუ  ქვეყანაში ჩამოვა და ისე გახსნის ფირმას, ამით საქართველო აღორძინების გზაზე არ დადგება.

 „სახელმწიფო ბიუჯეტი დღესაც იგივე გვაქვს, რაც 5 წლის წინ გვქონდა – უმნიშვნელო სხვაობებია. არაფერი არ ვითარდება.  რაც არის ეკონომიკური ზრდა, ის  მიზერულია და არაფერზე არ აისახება“ , – მიაჩნია დემურ გიორხელიძეს.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, შესაძლებელია, 2019 წლის პირველი იანვრიდან აღნიშნული სერვისი უკვე ამოქმედდდეს.
„მეწარმეების შესახებ“ კანონის თანახმად ბიზნესის გახსნისა და კეთების ყველა წესი თანაბრად ვრცელდება უცხო ქვეყნებისა და საქართველოს  მოქალაქეებზე. 


 

ყველა ახალი ამბავი
0