„რევოლუციური სიახლე“: რა შეღავათებს გეგმავს საქართველოს მთავრობა უცხოელებისთვის

© Sputnik / Levan Avlabreliმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შესაძლებელია, 2019 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული სერვისი უკვე ამოქმედდეს.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ინერგება ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა, რომელიც 34 ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს საქართველოში ჩამოუსვლელად, ელექტრონულად დაარეგისტრირონ საკუთარი კომპანიები და გახსნან საბანკო ანგარიშები, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა შეაფასა, ეს „რევოლუციური მნიშვნელობის“ ცვლილება იქნება.

„არ მინდა შეფასება მაღალფარდოვანი სიტყვებით გავაკეთო, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. ჩვენ ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა შემოგვაქვს, რომელიც 34 ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, საკუთარი კომპანიების ელექტრონული რეგისტრაცია და საბანკო ანგარიშების გახსნა საქართველოში ჩამოუსვლელად მოახდინონ, საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმებით ისარგებლონ", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ბახტაძემ გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა

პრემიერის თქმით, აღნიშნული ქვეყნებიდან თითქმის ყველა ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოა.

„ეს უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, რათა საქართველო ფინანსური ცენტრი გახდეს. შესაბამისად, ყველა უწყებას დავალება მიეცემა და პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები გადაეგზავნება", - აღნიშნა მან.

ბახტაძის განცხადებით, შესაძლებელია, აღნიშნული სერვისი უკვე 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0