სამშენებლო კომპანია „სვეტის" დირექტორი დააკავეს

გამოწერა
კომპანიას ათეულობით მოქალაქის დავალიანება აქვს.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. დაკავებულია სამშენებლო კომპანია „სვეტის" დირექტორი გივი ჯიბლაძე, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

არსებული ინფორმაციით, გივი ჯიბლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საკუთარ სახლში დააკავა.

კომპანია „სვეტს" ნებართვის გარეშე მშენებლობებს ედავებიან, რის გამოც კომპანიას თბილისის მერიამ ყველა ობიექტის მშენებლობის უფლება შეუჩერა. კომპანიას ათეულობით მოქალაქის დავალიანება აქვს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „სვეტი დეველოპმენტიდან" ამოღებული დოკუმენტაციის შესწავლა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. გამოძიება საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი თანხების სავარაუდო მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს.

საცხოვრებელი სახლები საბურთალოს რაიონში ბახტრიონის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
ნუცუბიძის ქუჩაზე ადგილობრივები აქციას მართავენ

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ივნისში თბილისში, აღმაშენებლის ხეივანსა და სოფელ წეროვანთან სპეცოპერაციები ჩატარდა, რომლებიც სწორედ კომპანია „სვეტის" დამფუძნებლის გივი ჯიბლაძის გატაცებას უკავშირდებოდა. მაშინ ჯიბლაძე აცხადებდა, რომ ის სახლიდან გამოსვლისას გაიტაცეს. ბიზნესმენის თქმით, ოთხმა გამტაცებელმა თავზე ტომარა ჩამოაცვა და ის ერთ-ერთ ავტოსადგომზე გადაიყვანეს. გამტაცებლები ბიზნესმენს იარაღის მუქარით თანხას სძალავდნენ. სპეცოპერაციის ფარგლებში ოთხი ადამიანი დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0