თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. აქცია მიმდინარეობს ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლები სამშენებლო კომპანია „სვეტს" უპირისპირდებიან, იუწყება ტელეკოპანია „იმედი" (imedi).
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კომპანია მათი ეზოს გაყოლებაზე ახალი კორპუსის აშენებას გეგმავს.
ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნულ ეზოში ბავშვები თამაშობენ, მშენებლობის დაწყების შემთხვევაში კი იქ მძიმე ტექნიკამ უნდა იაროს. არსებული გზა კი ამისათვის არ გამოდგება, აცხადებენ მოქალაქეები.
მათივე ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების გამო ეზოში, შესაძლოა, ორი მრავალწლოვანი ხეც მოიჭრას.
კომპანია „სვეტში" ამასთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებენ. მათ ამ დრომდე ბრალდებებისთვის არ უპასუხიათ.