Urban Art Festival თბილისში სტრიტ არტისა და გრაფიტის მხატვრებს შეკრებს

გამოწერა
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ქუჩის ხელოვნების ფესტივალზე იწვევენ.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში უკვე მესამედ 6-7 ოქტომბერს სტრიტ-არტისა და გრაფიტის ფესტივალი გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ფესტივალი შეკრებს მხატვრებსა და ფოტოგრაფებს საქართველოდან, აშშ-დან, გერმანიიდან, იტალიიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან.

გრაფიტის პირველი სკოლა თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისში გრაფიტის პირველი სკოლა გაიხსნება

ღონისძიება, ტრადიციულად, გაიმართება მრავალფუნქციურ ცენტრში Fabrika. ფესტივალის პროგრამაშია კედლების მოხატვა, სკეჩ-ბეთლი, შეჯიბრება ბრეიკ-დანსის მოცეკვავეთა შორის.

წელს ფესტივალი საგანმანათლებლო ნაწილსაც მოიცავს – დაგეგმილია ამერიკელი ფოტოჟურნალისტის მარტა კუპერისა და გერმანელი ფოტოგრაფის ნიკა კრამერის თემატური ლექციები „რევოლუციის ევოლუცია" (Evolution of Revolution). ლექციას „ქუჩის ხელოვნება საბჭოთა ქვეყნებში" წაიკითხავს საშა კროლიკოვა.

ფესტივალი ჩატარდება თბილისის მერიის, ასევე საქართველოში აშშ-ის, გერმანიისა და იტალიის საელჩოების მხარდაჭერით.

გრაფიტი (Graffiti) – წარწერები ან ნახატები შენობებისა და გადასასვლელების კედლებზე, მატარებლის ვაგონებზე, ღობეებზე და სხვა ვერტიკალურ ზედაპირებზე. გრაფიტის მიეკუთვნება ქუჩის კედლების ნებისმიერი მოხატვა — დაწერილი სიტყვებიდან ნატიფი მოხატულობის ჩათვლით.

სტრიტ-არტი (Street art) თანამედროვე ხელოვნების მიმართულება, რომელიც ურბანისტული ხასიათით გამოირჩევა. სტრიტ-არტის ძირითადი ნაწილია გრაფიტი, თუმცა სტრიტ-არტი მხოლოდ გრაფიტი არ არის. სტრიტ-არტს ასევე განეკუთვნება პოსტერები (არაკომერციული), ტრაფარეტები და სხვადასხვა სკულპტურული ინსტალაცია.

 

ყველა ახალი ამბავი
0