თბილისში გრაფიტის პირველი სკოლა გაიხსნება

© courtesy of fabrikaffitiგრაფიტის პირველი სკოლა თბილისში
გრაფიტის პირველი სკოლა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში შაბათს გრაფიტის პირველი სკოლა გაიხსნება, ხოლო კვირას ღია კარის დღე გაიმართება.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. გრაფიტის პირველი სკოლა Fabrikaffiti გაიხსნება 25 თებერვალს თბილისის მრავალფუნქციურ ცენტრში Fabrika.

26 თებერვალს გრაფიტის სკოლაში ღია კარის დღე გაიმართება, სადაც პროექტის პირველი კურსის პრეზენტაცია იქნება წარმოდგენილი. კურსი შედგება გრაფიტის ისტორიის, თეორიის, სტილის შესახებ ცნობების და ამ მიმართულების ტექნიკისგან, ასევე პრაქტიკული ნაწილისგან.

„გრაფიტის სკოლის მასწავლებლები თბილისში მოქმედი სტრიტ-არტის მხატვრები იქნებიან. მათ შორის არიან „ჩილი“, „ლემბი“, რომელიც ქალაქში ცხვრების ხატვით არის ცნობილი, და სხვები. ასევე გვექნება სპეციალიზებული ვორქშოპები, რომლებზეც თავიანთი კონკრეტული სტილების შესახებ სხვა პოპულარული ქართველი სტრიტ-არტისტები ისაუბრებენ“, — განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ Fabrikaffiti-ს დირექტორმა ბაჩა ხოფერიამ.

ქართული სუვენირები - Sputnik საქართველო
თბილისური უქმეები: 24-26 თებერვალი

პროექტის გახსნაზე სკოლაში ირანელი ფოტოგრაფის ბაჰარ ხაჯავის ფოტოგამოფენა Art in Street გაიმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის ობიექტივში მოხვედრილი გრაფიტის კადრები თბილისისა და ბათუმის ქუჩებში.

საღამოს მუსიკალურად გააფორმებს დიჯეი ლაშა ბაბუაძე, რომელიც ვინილებზე ჰიპ-ჰოპ სეტს შეასრულებს.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, პროექტი Fabrikaffiti ხელოვნების ამ მიმართულების მოყვარულებს შესთავაზებს არა მხოლოდ სკოლას, არამედ გრაფიტი-მაღაზიას, გალერეასა და სახელოსნოს.

მაღაზიაში შესაძლებელი იქნება გრაფიტისთვის საღებავების, მარკერებისა და სხვადასხვა მასალის შეძენა. გალერეაში — ტილოების, პოსტერების, სტიკერებისა და ადგილობრივი მხატვრების სხვა ნამუშევრების ნახვა და შეძენა. სახელოსნოში კი ჩატარდება მასტერ-კლასები და სხვა თემატური ღონისძიებები.

625 000 ევროდ შეფასებული გრაფიტი: ბენკსის სტრიტ–არტის შედევრი აუქციონზე გაიყიდა - Sputnik საქართველო
625 000 ევროდ შეფასებული გრაფიტი: ბენკსის სტრიტ–არტის შედევრი აუქციონზე გაიყიდა

გრაფიტის სკოლაში სწავლის მსურველებს შეუძლიათ ამის შესახებ ღია კარის დღეზე განაცხადონ, ან პროექტის ორგანიზატორებს ამ მისამართზე დაუკავშირდნენ.

გრაფიტი (Graffiti) – წარწერები ან ნახატები შენობებისა და გადასასვლელების კედლებზე, მატარებლის ვაგონებზე, ღობეებზე და სხვა ვერტიკალურ ზედაპირებზე. გრაფიტის მიეკუთვნება ქუჩის კედლების ნებისმიერი მოხატვა — დაწერილი სიტყვებიდან ნატიფი მოხატულობის ჩათვლით.

ყველა ახალი ამბავი
0