თბილისში პურის ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnik / Rukhyan / გადასვლა მედიაბანკშითონეში ჩაკრული შოთის პური
თონეში ჩაკრული შოთის პური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მარცვლოვანი კულტურები, ასევე ქართველი და საქართველოში პურის უცხოელი მწარმოებლების პროდუქცია.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში პურის პირველი ფესტივალი გაიმართება 20-21 ოქტომბერს, აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

ფესტივალი, რომელიც დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით გაიმართება, პურის მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.

ღონისძიება თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩატარდება. პურის ფესტივალზე სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ და შეიძინონ მოწონებული პროდუქცია.

პურის ცხობა - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: თონის პურის რეალური ფასი

ფესტივალი სტუმრებს უმასპინძლებს 20 ოქტომბერს 13:00-დან 18:00 საათამდე და 21 ოქტომბერს - 13:00-დან 17:00 საათამდე. დასწრება თავისუფალია.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფესტივალის იდეის წარმოშობა განაპირობა იმან, რომ ბოტანიკური ბაღის კოლექციაში უძველესი, იშვიათი და გადაშენების პირას მისული ქართული მარცვლოვანი კულტურები ინახება.

ქართული ხორბლის ჯიშებს 2018 წლის სექტემბერში საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ქართულ ხორბალს უძველესი ისტორია აქვს. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ხორბლის უძველესი მარცვლები ძველი წელთაღრიცხვით VI-IV ათასწლეულებით თარიღდება. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მსოფლიოსთვის ცნობილი ხორბლის 20 სახეობიდან ხუთი საქართველოდან წარმოშობილი ჯიშია.

 

ყველა ახალი ამბავი
0