"სილქნეტი" ტელევიზიის მომსახურებას აძვირებს

CC0 / Pixabay / ბავშვი ტელევიზორის წინ
ბავშვი ტელევიზორის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია როგორც SILK TV-ს, ისე GLOBAL TV-ს აბონენტებს 1 ნოემბრიდან დამატებით მაღალრეიტინგულ კინო და სპორტულ არხებს მიაწვდის

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. სატელეკომუნიკაციო პროვაიდერი კომპანია „სილქნეტი" სატელევიზიო მომსახურების ღირებულებას მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ორი ლარით ზრდის, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის განმარტებით, სატელევიზიო მომსახურებაზე ტარიფის ზრდის მიზეზი გახდა ის, რომ 6 ქართული ტელეარხის („იმედი", „რუსთავი 2", „მაესტრო", GDS, „კომედი არხი" და „მარაო") მოთხოვნით, აღნიშნული არხების რეტრანსლირება ფასიანი გახდა. ცვლილება შეეხება GLOBAL TV-ს აბონენტებსაც.

ჯერ კიდევ 2017 წლის მაისში ექვსმა ქართულმა ტელეარხმა საკაბელო ტელევიზიებს მათი მაუწყებლობის გავრცელებისთვის ანაზღაურება მოსთხოვა. კომპანია „სილქნეტმა" 2017 წლის ნოემბრის ბოლოს განაცხადა, რომ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება ქართულ არხებთან და „სილქნეტის" ქსელში ჩართულ ყველა მომხმარებელს ფასის უცვლელად შეუნარჩუნდებოდა „რუსთავი 2", „იმედი",GDS, „მარაო", „მაესტრო" და „კომედი არხი".

„კომპანია „სილქნეტმა", განსხვავებით სხვა ოპერატორებისგან, შეძლო ერთი წლით შეენარჩუნებინა აღნიშნული არხების ჩვენება ფასის უცვლელად. თუმცა, ამ 6 ქართული არხის მოთხოვნით გადასახადის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა, რის შედეგადაც კომპანია იძულებულია SILK TV-ს აბონენტებს, 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2 ლარით გაუზარდოს სატელევიზიო მომსახურების ღირებულება",- ნათქვამია განცხადებაში.

სერვერის ქსელური მოწყობილობა - Sputnik საქართველო
რატომ გავიდა საქართველოდან შვედურ-ფინური „თელიასონერა“

კომპანიის განცხადებით, „სილქნეტი" როგორც SILK TV-ს, ისე GLOBAL TV-ს აბონენტებს, 1 ნოემბრიდან დამატებით მაღალრეიტინგულ კინო და სპორტულ არხებს მიაწვდის. ასევე, იმ მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ განახლებული „ორმაგი შეთავაზების" პაკეტებით, შეუნარჩუნდებათ ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი უცვლელი ტარიფებით.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ტელევიზიებს უფლება აქვთ მოითხოვონ საფასური მათი არხების ტრანსლირებისთვის. თუ მაუწყებელი თავისი სიგნალის ტრანზიტისთვის საკაბელო ოპერატორისგან ანაზღაურების გადახდას ითხოვს, მაშინ მაუწყებელსა და ოპერატორს შორის იდება ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება.

მაისის შემდეგ ექვს ქართულ არხსა და „საკაბელო ტელევიზიების კავშირს″ შორის დავა საპარლამენტო სივრცეში გაგრძელდა. „საკაბელო ტელევიზიების კავშირმა″ პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის მოთხოვნით მიმართა. მათ სურდათ, რომ საკაბელო ოპერატორებს ქართული ტელეარხების მაუწყებლობის უფასო ტრანზიტის საშუალება მისცემოდათ. პარლამენტმა მათი საკანონმდებლო ინიციატივა არ დააკმაყოფილა.

 

ყველა ახალი ამბავი
0