დეპუტატმა მამუკა ჩიქოვანმა „ევროპული საქართველო“ დატოვა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, მამუკა ჩიქოვანი პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრმა მამუკა ჩიქოვანმა „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დატოვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

საპარლამენტო უმცირესობიდან მამუკა ჩიქოვანის  წასვლის შესახებ ინფორმაცია  გასულ კვირას გავრცელდა,  თუმცა პარტიაში მაშინ ის არ დაადასტურეს.

ჩიქოვანის განმარტებით, ქვეყანა ღრმა კრიზისშია და ცვლილებები აუცილებლად უნდა  განხორციელდეს.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - Sputnik საქართველო
ჩხეიძემ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა

„საზოგადოებრივი დაკვეთა არის ცვლილებები და ეს დაკვეთა აუცილებლად უნდა შესრულდეს. ჩემი ამ გადაწყვეტილებით თანამებრძოლების ინსპირირებას შევცდები. ძალიან სახიფათო ზღვარზე ვდგავართ, ქვეყანაში შექმნილია მძიმე სიტუაცია. მოახლოებული არჩევნების წინ, ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც თითოეულ პარტიას, გაერთიანებას აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარი ძალების დემონსტრირება უნდა სცადოს და შემდეგ ხმები ითვალოს. ახლა დროა, დათმობების,“- განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

არსებული ინფორმაციით, მამუკა ჩიქოვანი პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0