ჩხეიძემ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა

© Sputnik / Denis Aslanov"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატი ნატო ჩხეიძე პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსზე“ განაწყენებულია იმის გამო, რომ მათ ტელეკომპანია Iberia TV–ს მხარი არ დაუჭირეს.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. პარლამენტის დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ რიგები ოფიციალურად დატოვა.

ჩხეიძე თანაპარტიელებზე იმის გამო განაწყენდა, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს ტელეკომპანია Iberia TV–ს, რომლის ერთ–ერთი დამფუძნებელიც თავადაა. ტელეკომპანია დახურვის საშიშროების წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ხელისუფლებამ  გადასახადების გადაუხდელობის გამო მისი დამაარსებლის და მთავარი სპონსორის — თამბაქოს კომპანია Omega Group-ის ანგარიშები დააყადაღა. შემოსავლების სამსახური ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს წინაშე კომპანია Omega Group-ის დავალიანება 51,7 მილიონ ლარზე მეტი შეადგენს. 

პარლამენტი - Sputnik საქართველო
„განაწყენებულებმა" პარლამენტში, შესაძლოა, ახალი ფრაქცია შექმნან

„ტელეკომპანია Iberia TV გასაჭირშია. გასაჭირშია Omega Group–ში დასაქმებული 1,5 ათასი ადამიანი, საწარმო დახურულია. ამ მოვლენებმა საზოგადოების მღელვარება და პროტესტი გამოიწვია, რომელსაც ოპოზიციური პარტიების თითქმის სრული სპექტრი შეუერთდა... საყოველთაო უკმაყოფილების ფონზე, სამწუხაროდ, მე არსად გამიგონია „პატრიოტთა ალიანსის“ ხმა. რის გამოც ვთვლი, რომ გაუმართლებელი იქნება ჩემი ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში ყოფნა და, შესაბამისად, მე ვტოვებ პარტიას“, – განაცხადა ჩხეიძემ.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში აღმოჩნდება დეპუტატი, რომელიც ფრაქციაში მის ადგილს დაიკავებს. როგორც კი ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ მეექვსე დეპუტატის გარეშე დარჩება, იგი დაიშლება. თავად ჩხეიძე პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩენას აპირებს.

„იმედი მაქვს, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში პარლამენტში მოიძებნება ერთი დეპუტატი, რათა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს“, – განაცხადა ჩხეიძემ.

ჩხეიძე „პატრიოტთა ალიანსის“ იმ სამ დეპუტატს შორის იყო, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვში არაერთხელ წავიდნენ და რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავდნენ. ამასთან, ხელისუფლებისგან მათ არაერთხელ მოითხოვეს მოლაპარაკებებში ოფიციალური სტატუსის მინიჭება.

ყველა ახალი ამბავი
0