დასახელდა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შემადგენლობა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ნაკრების მზადება უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის ორშაბათს, 8 ოქტომბერს დაიწყება

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაასახელა ეროვნული გუნდის შემადგენლობა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის ანდორისა და ლატვიის წინააღმდეგ, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სლოვაკი სპეციალისტის წინასწარ სიაში 26 ფეხბურთელი მოხვდა, აქედან ერთი - 22 წლის ლუკა ზარანდია პირველად მიიწვიეს.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები

გიორგი ლორია („კრილია სოვეტოვი", რუსეთი), როინ კვასხვაძე („ტორპედო", ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე („საბურთალო", თბილისი)

მცველები

ოთარ კაკაბაძე („ლუცერნი", შვეიცარია), სოლომონ კვერკველია („ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა („შახტარი", დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია („სან ხოსე ერთკვეიკსი", აშშ), ლაშა დვალი („პოგონი", პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი („დინამო", მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე („უფა", რუსეთი)

ნახევარმცველები

ჯაბა კანკავა („ტობოლი", ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი („ტობოლი", ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია („ლუგო", ესპანეთი), ვაკო გვილია („ლუცერნი", შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი („სარაგოსა", ესპანეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი", მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი („ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი", ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი („კრასნოდარი", რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე ერთკვეიკსი", აშშ), ჯაბა ჯიღაური („გრენობლი", საფრანგეთი), ლუკა ზარანდია („არკა", პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი („სპარტაკ-ტრნავა", სლოვაკეთი)

საქართველო-ლატვია : თამაშის ფრაგმენტი - Sputnik საქართველო
ფეხბურთის ფასი: საქართველოს ნაკრების მოთამაშეების ფასი ერთა ლიგის მატჩების შემდეგ გაიზარდა

თავდამსხმელები

ლევან მჭედლიძე („ემპოლი", იტალია), ნიკა კაჭარავა („ანორთოსისი", კვიპროსი)

სერიოზული ტრავმის გამო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრებში ბრუნდება ჯანო ანანიძე.

ეროვნული ნაკრების მზადება მატჩებისთვის ორშაბათს, 8 ოქტომბერს დაიწყება. შეკრებები, ტრადიციულად, „ზესტაფონის" ბაზაზე „თბილისის ზღვასთან" გაიმართება.

ნაკრები 13 ოქტომბერს თბილისში ანდორის ნაკრებს შეხვდება, ხოლო 16 ოქტომბერს გასვლით მატჩს ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0