ბასილაშვილმა ჩინეთში საჩოგბურთო ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

© FB / Nikoloz Basilashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
China Open-ის მეორე წრეში გასასვლელად ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს დაუპირისპირდება

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (34-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) საჩოგბურთო ტურნირი АТР 500-ის სერიიდან პეკინში China Open გამარჯვებით დაიწყო.

ქართველმა სპორტსმენმა პირველ რაუნდში ამერიკელ ჯეკ სოკას სამ სეტში მოუგო 6:7, 7:5, 6:2. მატჩი ორნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

მერვედფინალში გასვლით ბასილაშვილს 45 სარეიტინგო ქულა და საპრიზო თითქმის 48 ათასი აშშ დოლარი ერგო.

China Open-ის მეორე წრეში გასასვლელად ქართველი ჩოგბურთელი ეწსპანელ ფერნანდო ვერდასკოს დაუპირისპირდება. აქამდე ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს არ შეხვედრია.

China Open 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ტურნირის საპრიზო ფონდია 3 მილიონ 400 ათასი აშშ დოლარი. მოქმედი გამარჯვებულია მსოფლიო რეიტინგის ლიდერი რაფაელ ნადალი.

 

ყველა ახალი ამბავი
0