ქართველი ჩოგბურთელის მორიგი პროგრესი АТР-ს რეიტინგში

© FB / Hungarian Tennisნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ჩოგბურთელი მონაწილეობას მიიღებს АТР 500-ის სერიის ტურნირში China Open.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა АТР-ს განახლებულ რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა და 35-ე ადგილიდან 34-ე ადგილზე გადაინაცვლა.

გასულ კვირაში ბასილაშვილმა ჩინეთის ჩენდუში მიმდინარე АТР 250-ის სერიიდან საჩოგბურთო ტურნირის მერვედფინალი ვერ გადალახა და ამერიკელ სემ ქუერისთან ორ სეტში 1:6, 4:6 დამარცხდა. თუმცა ამან ხელი არ შეუშალა სპორტსმენს 20 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 18 ათასი დოლარი მოეპოვებინა.

ბასილაშვილი ამ კვირაშიც გამართავს შეხვედრებს ჩინეთში. ქართველი ჩოგბურთელი მონაწილეობას მიიღებს პეკინში მიმდინარე АТР 500-ის სერიის ტურნირში China Open. მისი პირველი მეტოქე 1/16 ფინალში ამერიკელი ჯეკ სოკი იქნება (მე-17 ადგილი АТР-ს რეიტინგში).

მატჩი 2 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 07:00 საათზე დაიწყება.

წელს მოწინააღმდეგეები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ. US Open-ის მეორე რაუნდში ბასილაშვილმა სოკი ოთხ სეტში დაამარცხა – 4:6, 6:3, 6:2, 7:6.

რაც შეეხება China Open-ს, ტურნირი პეკინში 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება, რომლის საპრიზო ფონდი 3 400 ათასი აშშ დოლარია. ტურნირის მოქმედი გამარჯვებული მსოფლიო რეიტინგის ლიდერი რაფაელ ნადალია (ესპანეთი).

 

ყველა ახალი ამბავი
0