თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოს ტერიტორიაზე 45 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
გვრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. მკვლელობა, სავარაუდოდ, 30 სექტემბერს, ღამით მოხდა, ცხედარი კი დღეს დილით იპოვეს.
ადგილობრივებისთვის მომხდარის შესახებ დეტალები უცნობია.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.