გზების მშენებლობა საქართველოში: ევროპული ინვესტბანკი 250 მლნ ევროს გამოყოფს

© FB / Ministry of Finance of Georgiaშეხვედრა ფინანსთა სამინისტროში
შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკმა ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს 1,3 მლრდ ევროზე მეტი გამოუყო, მათ შორის, კერძო სექტორს — 215,8 მლნ ევრო.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) გეგმავს, გამოუყოს საქართველოს 250 მლნ ევრო გზების მშენებლობისთვის, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკმა ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს 1,3 მლრდ ევროზე მეტი გამოუყო, მათ შორის, კერძო სექტორს — 215,8 მლნ ევრო. ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო მეორეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომლებიც EIB-ის დახმარებას იღებენ.  

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან მეტ თანხას მიიღებს

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობის საკითხები ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

მხარეებმა მიმოიხილეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სატრანსპორტო კომუნიკაცია.  აღსანიშნავია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში დამატებით გეგმავს 250 მლნ ევროს გამოყოფას გზების მშენებლობის მხარდასაჭერად.

ფინანსთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა ევროპის საინვესტიციო ბანკის მტკიცე მხარდაჭერას, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია მიმართულია ქვეყანაში საჯარო და კერძო სექტორის, მათ შორის, ინოვაციური ბიზნესის განვითარებისკენ.

ყველა ახალი ამბავი
0