ტაილანდმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის ნაწილობრივ გააუქმა

გამოწერა
ამიერიდან ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები ტაილანდში შესვლას უვიზოდ შეძლებენ

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველომ და ტაილანდმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტები აქვთ, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სკულპტურა სიგარეტის ნამწვებისგან - Sputnik საქართველო
ჯარიმა ან საპატიმრო: ტაილანდის პლაჟებზე სიგარეტის მოწევა აიკრძალა

დოკუმენტს ნიუ–იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში, ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილმა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვირასაკდი ფატრაკულმა. 

დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომელზეც მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მხარეები გამოთქვეს ურთიერთობების განვითარების ინტერესი ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. ასევე გამოითქვა ერთობლივი ბიზნეს–ფორუმის ორგანიზების იდეა.

საქართველომ და ტაილანდმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 ივნისს დაამყარეს. ბოლო წლებში ქვეყნებს შორის ორმხირივი ურთიერთობები აქტუალური გახდა. გაიმართა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ოფიციალური სამუშაო შეხვედრები ბანგკოკსა და თბილისში. ურთიერთობები განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში ვითარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0