თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ტაილანდის 24 პლაჟზე რამდენიმე თვის წინ შემოღებული დროებითი აკრძალვა სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებით 1 თებერვლიდან მუდმივი ხდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
დღეიდან პლაჟებზე გამოყოფილი სპეციალური ადგილების გარეთ სიგარეტის მოწევა დაისჯება ან 100 ათასი ბატის (დაახლოებით 3 ათასი აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმით, ან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით.
ტაილანდის სანაპირო რესურსების დეპარტამენტი მიზნად ისახავს, რომ მომავალში ქვეყნის ყველა პლაჟზე აკრძალოს თამბაქოს მოხმარება. შესაბამისად, იმ პლაჟების რაოდენობა, რომლებზეც სიგარეტის მოწევა აიკრძალება, შესაძლოა დროთა განმავლობაში გაიზარდოს.
აღსანიშნავია, რომ სიგარეტის მოწევის საწინააღმდეგო კანონი თანაბრად ვრცელდება როგორც ტაილანდის მოქალაქეებზე, ისე უცხოელ ტურისტებზე.