პროკურატურა "პალიტრა მედიის" სტამბის ფინანსური დოკუმენტაციით დაინტერესდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავარი პროკურატურა
საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანიისთვის გაუგებარია, რას ემსახურება და რა აუცილებლობით არის განპირობებული სტამბიდან დოკუმენტაციის ამოღება.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. „პალიტრა მედიის" სტამბაში მთავარი პროკურატურა შევიდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„გვსურს საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ, რომ 24 სექტემბერს ჩვენთვის უცნობი, საქმე N074210818803-ის გამოძიების მოტივით, „პალიტრამედიის" სტამბაში (შპს „კოლორპაკი") შევიდნენ მთავარი პროკურატურის გამომძიებლები და მოითხოვეს 01.01.14-დან 11.09.18-ის ჩათვლით „სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაცია (დედანი) და საწარმოს ამავე პერიოდის კორესპონდენცია (დედანი)", – ნათქვამია მედიაჰოლდინგის განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.

ოპერატორი ტელეკამერით ხელში - Sputnik საქართველო
თამბაქო, არჩევნები და Iberia TV - მილიონიანი დავალიანება საბედისწერო შეიძლება გახდეს

„პალიტრამედიის" განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლდინგისთვის გაუგებარია, რას ემსახურება და რა აუცილებლობით არის განპირობებული კომპანიიდან დოკუმენტაციის ძირფესვიანად ამოღება, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ „პალიტრამედიას" აქვს უფლება განჩინება გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში, კომპანიამ გადაწყვიტა გასაჩივრებისა და გართულების გარეშე გადასცეს პროკურატურას მოთხოვნილი მონაცემები, ვინაიდან როგორც წინა ხელისუფლების პერიოდში, 2011 წელს „პალიტრამედიის" ტოტალური შემოწმებისას კომპანია იყო დარწმუნებული თავისი საქმიანობის გამჭვირვალობაში (რაც მაშინ შემოწმების შედეგებმაც დაადასტურა), ახლაც ზუსტად ისევე არის საკუთარი ქმედებების კანონიერებასა და გამჭვირვალობაში დარწმუნებული.

კომპანიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამავე დროს ყველა დოკუმენტის დედანი გადაეცემა პროკურატურას მხოლოდ მას შემდეგ, რაც „პალიტრამედიის" მიერ უახლოეს დღეებში გაკეთდება მათი ასლები და მოხდება თითოეულის ნოტარიული დამოწმება.

„პალიტრამედია" ყურადღებით დააკვირდება ამ პროცესს და მაქსიმალურად სრულად და გამჭვირვალედ ვაცნობებთ საზოგადოებას საქმის განვითარების ყოველი ახალი დეტალის შესახებ", – ნათქვამია მედიაჰოლდინგის განცხადებაში.

„პალიტრა მედია" არის მსხვილი მედიაჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს სამ ყოველკვირეულ გაზეთს, სამ ყოველკვირეულ ჟურნალს, რვა პერიოდულ ჟურნალს, 20-ზე მეტ ინტერნეტპორტალს, რადიოს, ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოსა და ლიტერატურის საგამომცემლო სახლს.

„პალიტრა მედია" ასევე აერთიანებს წიგნების საცალო გაყიდვების ქსელს მთელ საქართველოში.

მისი ნაწილია ასევე სარეკლამო, ინტერნეტკომერციისა და ვებგანვითარების კომპანიები.

 

ყველა ახალი ამბავი
0