ზესტაფონის მერს კაბინეტში არ უშვებენ

© photo: Sputnik / Stringerფეროშენადნობთა ქარხანა ზესტაფონში
ფეროშენადნობთა ქარხანა ზესტაფონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზესტაფონში მოქალაქეები მერის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ოთხი მოქალაქე მეორე დღეა შიმშილობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მოქალაქეები კახაბერ მახათაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.

აქციაში მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძეც მონაწილეობს.

ზესტაფონი - Sputnik საქართველო
ბავშვებში სიმსივნემ და ფილტვების დაავადებებმა იმატა - საპროტესტო აქცია ზესტაფონში

„მოქმედი მერი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და ხელისუფლებას ვთხოვთ, მოაშოროს ჩვენს მუნიციპალიტეტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შევეწირებით ამ საქმეს”, - განაცხადა აქციის მონაწილემ, მაია ქავთარაძემ.

კახაბერ მახათაძეს კაბინეტში არ უშვებენ. მერის კაბინეტის კარზე წებოვანი ლენტია გადაჭიმული.

ტელეკომპანია Rustavi2-ის ცნობით, მერიის შენობის წინ დღეს აქცია მერის მომხრეებმაც გამართეს და მოშიმშილეებისგან მერიის მისაღების გათავისუფლება მოითხოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0