საბავშვო ბაღის აღმზრდელს თბილისში სამწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბავშვო ბაღის აღმზრდელს პირობითი სასჯელი იმის გამო შეეფარდა, რომ ერთ-ერთი აღსაზრდელი მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელსა და მის თანაშემწეს 3-3 წლით პირობითი მსჯავრი იმის გამო შეუფარდა, რომ მათ 3 წლის ბავშვს ყურადღება ვერ მიაქციეს და ის ფანჯრიდან გადავარდა, ნათქვამია მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღის თანამშრომლები გათავისუფლდნენ >>

ინციდენტი 2017 წლის 25 სექტემბერს მოხდა. პროკურორმა დაამტკიცა სასამართლოზე, რომ იმ დღეს ამ ქალებმა ბავშვი ღია ფანჯარასთან მეთვალყურეობის გარეშე დატოვეს. შედეგად ის შენობის მეორე სართულიდან გადავარდა და სერიოზულად დაშავდა.

ბრალდებულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით („გულგრილობა, ესე იგი ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია სხვა მძიმე შედეგი“), რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0