ბელგიაში კაქტუსებისთვის, ანუ არის თუ არა ყვავილები ძვირი სიამოვნება საქართველოში

© Sputnik / STRINGERფიქრია ცისკარიშვილი
ფიქრია ცისკარიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში თუ ვინმეს ოდესმე ორანჟერეისა და ოთახის ყვავილების სენი შეჰყრია, აუცილებლად იცის „ფიქრიას ყვავილები".

იციან თუნდაც იმიტომ, რომ 20 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ოთახის ყვავილების მოდის ფუძემდებლადაც კი იქცა საქართველოში. მოყვარულები წლიდან წლამდე ელოდებიან „ფიქრიას ყვავილების“ გამოფენებს თბილისსა და თელავში გამართულ ფესტივალებზე და თუ რამ სიახლე გამოჩნდება ბაზარზე, უდავოდ ფიქრია ცისკარიშვილის წვლილიცაა, რადგან ბევრს მოგზაურობს და მისი მოგზაურობის ძირითადი მიზანი ყვავილების კოლექციის გამდიდრებაა.

© Sputnik / STRINGERფიქრია ცისკარიშვილი
ბელგიაში კაქტუსებისთვის, ანუ არის თუ არა ყვავილები ძვირი სიამოვნება საქართველოში - Sputnik საქართველო
ფიქრია ცისკარიშვილი

ბავშვობიდან ყვავილებით გატაცება ფიქრია ცისკარიშვილისთვის ჯერ ჰობი იყო და მერე პროფესიად და შემოსავლის წყაროდ იქცა 1998 წელს, როცა მათემატიკის პედაგოგს მძიმე სენი შეეყარა და საავადმყოფოდან გამოწერილს მეუღლემ და ვაჟმა ეზოში აშენებული ყვავილების ორანჟერეა დაახვედრეს. აი მერე კი დაიწყო და დაიწყო... ის, რომ დღეს ჯანმრთელობას არ უჩივის, ყვავილების დამსახურებად მიაჩნია. უჭირს თქმა, რამდენი სახეობის და ჯიშის ყვავილია თავმოყრილი ფიქრიას ორანჟერეასა და ეზოში. განსაკუთრებით კი სუკულენტები და კაქტუსები უყვარს.

© Sputnik / STRINGERფიქრია ცისკარიშვილი
ბელგიაში კაქტუსებისთვის, ანუ არის თუ არა ყვავილები ძვირი სიამოვნება საქართველოში - Sputnik საქართველო
ფიქრია ცისკარიშვილი

ყვავილების მოყვარული ქალბატონი ახლახან ბელგიაში იმყოფებოდა კაქტუსებისა და სუკულენტების საერთაშორისო გამოფენაზე, საიდანაც განსაკუთრებული ემოციით და შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდა.

© Sputnik / STRINGERფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
ბელგიაში კაქტუსებისთვის, ანუ არის თუ არა ყვავილები ძვირი სიამოვნება საქართველოში - Sputnik საქართველო
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში

– ჩემ ახალგაზრდობაში ხშირად დავდიოდი სამოგზაუროდ. ახლა ჩემი შვილები ამერიკაში ცხოვრობენ და ძირითადად იქ მიწევს გამგზავრება. ყვავილები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ამიტომ როცა ამერიკაში ჩავდივარ, ყოველთვის ვსტუმრობ სანერგეებს, ბოტანიკურ ბაღებს... როდესაც ვუყურებ სხვა ქვეყნებს, რამდენად კანონმორჩილი ხალხია, რამდენად დიდი თვითშეგნება და პასუხისმგებლობა აქვთ, გული მწყდება და სინანულის გრძნობა მიჩნდება - რატომ ჩვენთან არ არის ასე. ამ დროს როგორი ნიჭიერი ერი ვართ, თითქმის მთელ მსოფლიოში გაფანტული და ჩვენი ქვეყნისთვის ვერ მოგვივლია...

© Sputnik / STRINGERფიქრია ცისკარიშვილი
ბელგიაში კაქტუსებისთვის, ანუ არის თუ არა ყვავილები ძვირი სიამოვნება საქართველოში - Sputnik საქართველო
ფიქრია ცისკარიშვილი

– სულ ახლახან დაბრუნდით ბელგიიდან, სადაც გაიმართა ყვავილების საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა. ვისთან ერთად გაემგზავრეთ და რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით საქართველოში?

– ეს არის სუკულენტებისა და კაქტუსების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია. გამოფენაზე წასვლა ჩემმა მეგობარმა ზურა შევარდნაძემ შემომთავაზა და ამ შეთავაზებით უზომო ბედნიერება მომანიჭა. თვეების განმავლობაში ველოდებოდი ამ მოგზაურობას. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და დიდი მადლობა ვუთხრა ზურას ამ შესაძლებლობისათვის. რა თქმა უნდა, ველოდით ძალიან საინტერესო სანახაობას, მაგრამ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს იყო უშველებელი ტერიტორია, საკონფერენციო დარბაზებით, სასტუმროთი და ავტოსადგომებით ბელგიის ქალაქ ბანკენბერგეში.

კოლექციონერები იყვნენ ჩამოსული მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, სპეციალურად ქოთნის მცენარეების გადასაზიდი ავტოტრანსპორტით, ზოგს მხოლოდ კაქტუსები ჰქონდა, ზოგს აგავას ერთი სახეობა, ან მხოლოდ ხავორტიები. ეს იმიტომ, რომ თითოეული მცენარის ძალიან ბევრი ჯიში არსებობს და ფიზიკურად ყველა მათგანის ტრანსპორტირება და გამოფენაზე წარმოდგენა შეუძლებელია. ცნობილ კოლექციონერებს წარმოდგენილი ჰქონდათ საკუთარი კოლექციები. სხვათა შორის, ყველაფერი არ იყიდებოდა. იქ იყო ისეთი იშვიათი მცენარეები, რომელსაც არ ყიდდნენ, თუმცა დამთვალიერებელს საშულება ჰქონდა დამტკბარიყო მათი სილამაზით. ორი საოცარი დღე გავატარეთ ამ გამოფენაზე...

© Sputnik / STRINGERფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
ბელგიაში კაქტუსებისთვის, ანუ არის თუ არა ყვავილები ძვირი სიამოვნება საქართველოში - Sputnik საქართველო
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში

– ვინ გაგიწიათ მასპინძლობა?

– ჩვენი მასპინძელი ზურას მამობილი იყო - ბონის ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი, რომელმაც ზურაბ შევარდნაძე თავის ოჯახში ჯერ კიდევ ბონის უნივერსიტეტში სტუდენტობისას მიიღო. სწორედ ეს ადამიანი დაგვხვდა, გვიმასპინძლა საკუთარ ოჯახში და მეორე დღეს გავემგზავრეთ ბელგიაში. საოცარი სანახავი იყო მოვლილი, გალამაზებული ქალაქები და სოფლები. გაოცებული ვიყურებოდი, არ მჯეროდა, რომ ასეთ საოცარ ადგილზე მოვხვდი. ღონისძიება ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და მორგებული თითოეულ ადამიანზე. ყველანაირი პირობა და კომფორტი იყო შექმნილი სტუმრებისთვის, მონაწილეებისთვის.

© Sputnik / STRINGERფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
ბელგიაში კაქტუსებისთვის, ანუ არის თუ არა ყვავილები ძვირი სიამოვნება საქართველოში - Sputnik საქართველო
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში

– ალბათ არაერთი ულამაზესი და იშვიათი მცენარე შეიძინეთ...

– ასზე მეტი სახეობის მცენარე წამოვიღე, ზურამ – კიდევ უფრო მეტი. თავი სამოთხეში მეგონა. აქამდე ვფიქრობდი, რომ გარკვეული რაოდენობის მცენარეები მქონდა, თუმცა იქ მივხვდი, რომ არაფერიც არ მქონია.

იქიდან წამოსვლის შემდეგ ვესტუმრეთ ბონის ბოტანიკურ ბაღს. ამის შემდეგ ზურამ წამიყვანა ერთ-ერთ სანერგეში, რომელიც ერთ საოცარ ოჯახს ეკუთვნის. როგორც ზურამ მითხრა, სწორედ ამ სანერგემ შთააგონა, რომ შეექმნა „გარდენია“. საოცრად ლამაზი და მოვლილი იყო ყველაფერი.

– გამოფენა-გაყიდვაზე ფასები რამდენად მისაღები იყო თქვენთვის?

– ფასები სამი ევროდან იწყებოდა, მაგრამ სამევროიანი ყვავილი იყო ძალიან პატარა. სამი ევრო 10 ლარამდეა და ფაქტიურად ნერგისთვის ძალიან ძვირია. მათთვის კი ეს თანხა არ იყო ბევრი. უკვე გაზრდილი, ჩამოყალიბებული მცენარე 10, 15, 20 ევრო ღირდა. 150-ევროიანი მცენარეებიც კი იყო. მე რა მცენარეებიც წამოვიღე, არც ერთი არ მენახა თვალით. დღემდე გაოცებული ვარ, რომ ვუყურებ ამ მცენარეებს. ჯერ პატარებია და ინტერნეტში მთელი დღე ვმუშაობდი, რომ მენახა ინფორმაცია მათ შესახებ. კაქტუსების და სუკულენტების გარდა წამოვიღე ასტროფიტუმების სხვადასხვა სახეობები, ახლად გამოყვანილი ჯიშები.

© Sputnik / STRINGERფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
ბელგიაში კაქტუსებისთვის, ანუ არის თუ არა ყვავილები ძვირი სიამოვნება საქართველოში - Sputnik საქართველო
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში

– საზღვარზე როგორ შემოიტანეთ ამდენი მცენარე, პრობლემა ხომ არ შეგექმნათ?

– როცა უცხო ქვეყნიდან მოგაქვს მცენარე, ის ქვეყანა უპრობლემოდ გატანს, თუმცა ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით იკრძალება სხვა ქვეყნიდან ყვავილის მიწიანად შემოტანა. ამიტომ სულ მთლად გავაცალეთ ყვავილებს მიწა. როცა მცენარე არის ფოთლოვანი და ტორფშია ჩარგული, მას ვერ გააცლი მთლიანად მიწას. სულ რომ გაასუფთაო, მაშინ ფესვები უნდა დააგლიჯო და ამ დროს მოკვდება მცენარე. კაქტუსები და სუკულენტები, პირიქით, ფხვიერ და ქვიშიან მიწაშია ჩარგული, ამიტომ ადვილად გათავისუფლდა და უპრობლემოდ შემოვიტანეთ.

© Sputnik / STRINGERფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
ბელგიაში კაქტუსებისთვის, ანუ არის თუ არა ყვავილები ძვირი სიამოვნება საქართველოში - Sputnik საქართველო
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში

– ხშირად კამათობენ საქართველოში არსებულ ფასებზე, ამბობენ, რომ აქ საკმაოდ ძვირი ღირს ყვავილები. თქვენი აზრით, მცენარის ფასი საქართველოში არის იმ შრომის შესაბამისი, რასაც მებაღე სწევს?

– რა თქმა უნდა, არა. ყველა უბრალო და ადვილად გასახარებელი ყვავილის გამოზრდასაც კი ბევრი ყურადღება, უნარები, ცოდნა და შრომა სჭირდება. იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენ ის მოგვყავს, იაფიც კი ღირს. თუმცა აქ სხვა შემთხვევასთანაც გვაქვს საქმე. მაგალითად, მე მიჭირს ყვავილების რეალიზაცია, ვერ მივდივარ ბაზარში და იქ ვერ ვყიდი. ამიტომ იძულებული ვარ ჩემი ყვავილები მივცე გადამყიდველებს. ისინი ორმაგ და სამმაგ ფასში ყიდიან. თუ მე მცენარეს ვაძლევ ორ ლარად, გადამყიდველი ყიდის ექვს ლარად. თუ ათად ყიდის, მე ვაძლევ სამ-ოთხ ლარად. ამიტომ გამოდის, რომ საქართველოში მცენარე ძვირია. ანუ, გააჩნია, ვისგან ყიდულობ.

© Sputnik / STRINGERფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში - Sputnik საქართველო
1/9
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
© Sputnik / STRINGERფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში - Sputnik საქართველო
2/9
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
© Sputnik / STRINGERფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში - Sputnik საქართველო
3/9
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
© Sputnik / STRINGERფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში - Sputnik საქართველო
4/9
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
© Sputnik / STRINGERფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში - Sputnik საქართველო
5/9
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
© Sputnik / STRINGERფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში - Sputnik საქართველო
6/9
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
© Sputnik / STRINGERფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში - Sputnik საქართველო
7/9
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
© Sputnik / STRINGERფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში - Sputnik საქართველო
8/9
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
© Sputnik / STRINGERფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში - Sputnik საქართველო
9/9
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
1/9
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
2/9
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
3/9
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
4/9
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
5/9
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
6/9
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
7/9
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
8/9
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში
9/9
ფიქრია ცისკარიშვილის ბაღი და ორანჟერეა თელავში

– როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დარეგულირდეს და მოგვარდეს?

– ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელი. საქმეს ისიც ართულებს, რომ არჩევანიც არ არის დიდი. ადგილზე რასაც ამრავლებენ, ის ძალიან ცოტაა. ფაქტიურად ერთი და იგივე მცენარეები ტრიალებს წრეზე. საქართველოში სელექციური მუშაობით არავინაა დაკავებული... უცხო ქვეყანაში რომ წავიდნენ და ახალი ჯიში შემოიტანონ, სამწუხაროდ, ეს საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა. ჩემი ბელგიაში მოგზაურობა ჩემმა შვილმა დააფინანსა, თორემ მე არ მქონდა ამის საშუალება. ის რომ არა, ამ დიდ სიამოვნებასაც ვერ მივიღებდი და ვერც ახალ მცენარეებს ჩამოვიტანდი...

ყველა ახალი ამბავი
0