ტრანსგენდერი კესარია ესპანეთში სილამაზის კონკურსში მონაწილეობს

© Facebook / Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ტრანსგენდერი სხვა ქვეყნის ტრანსგენდერებთან ერთად იბრძოლებს წოდებისთვის Miss trans star international.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. პოპულარული ქართველი მოდელი-ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე საქართველოს წარადგენს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ტრანსგენდერების სილამაზის კონკურსზე Miss trans star international, რომელიც 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
„გაგიჟება შეიძლება": ქართველი ტრანსგენდერის უმაკიაჟო ფოტომ სოციალური ქსელი დაიპყრო

კონკურსის მიზანია „საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ტრანსგენდერების საზოგადოების მიმართ და მისი სილამაზისა და მრავალფეროვნების მსოფლიოსთვის ჩვენება“.

Miss trans star international პირველად 2010 წელს გაიმართა. ის ყოველწლიურად ბარსელონაში ტარდება. გასულ წელს მისი გამარჯვებული ტაილანდელი კონკურსანტი გახდა.

კონკურსი 28 ოქტომბერს გაიხსნება გალა-საღამოთი. 2 ნოემბერს ეროვნული კოსტიუმების ტური გაიმართება, ხოლო 3 ნოემბერს – გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.

კესარია აბრამიძე თავის Facebook-გვერდზე მოსახლეობას მოუწოდებს, მისცენ მას ხმა კონკურსზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება 18-დან 36 წლამდე ასაკის ადამიანს, თითო ქვეყნიდან თითო კანდიდატურას შეუძლია.

დაწვრილებითი ინფორმაცია კონკურსისა და მისი მონაწილეების შესახებ იხილეთ აქ.

 

ყველა ახალი ამბავი
0