„გაგიჟება შეიძლება": ქართველი ტრანსგენდერის უმაკიაჟო ფოტომ სოციალური ქსელი დაიპყრო

© Facebook / Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კესარიას სახე ჭორფლითაა დაფარული, რაც მის სახეს კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ქართველმა ტრანსგენდერმა მოდელმა კესარია აბრამიძემ Instagram-ზე საკუთარი ხელმომწერები სასიამოვნოდ გააოცა, როდესაც უმაკიაჟო ფოტო გამოაქვეყნა.

aaha tkveni bunebrioba miyuret exla esets😂😂

Публикация от Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official)

„აი თქვენი ბუნებრიობა, ახლა ასეთი მნახეთ", – მიაწერა მან ფოტოს.

უცნაურია, რომ ფოტოს უარყოფითი კომენტარები პრაქტიკულად არ მოჰყოლია. უმრავლესობა ტრანსგენდერის ბუნებრივი სილამაზით მოიხიბლა და მას მაკიაჟზე უარის თქმა ურჩია.

ცოტამ თუ იცოდა, რომ კესარია ბუნებრივი წითურია, ამიტომაც აქვს ამდენი ჭორფლი.

მომხმარებელმა ekk_aterina-მ დაწერა: „გაგიჟება შეიძლება, მეტი აღარ დავინახო, რომ შენ ტონალური კრემი წაისვა. ძალიან ლამაზი ხარ".

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე კესარია საქართველოს ესპანეთში სილამაზის კონკურსზე Miss trans star intenational წარადგენს, რომლის ფულადი ჯილდო 30 ათასი ევროა.

 

ყველა ახალი ამბავი
0