რა საიდუმლოს ინახავს ნიკორწმინდის კედლები

© ourtesy of Giorgi Kvirikashviliნიკორწმინდა
ნიკორწმინდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ახალი აღმოჩენის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრატორების ჯგუფმა XI საუკუნის ადრეული რელიეფის ნაშთები აღმოაჩინეს.

აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გაავრცელა, რომელმაც საკუთარ Facebook–გვერდზე დაწერა, რომ ეს სარესტავრაციო სამუშაოების დროს მოხდა. ტაძარში რესტავრატორები 2017 წლის ზაფხულიდან მუშაობენ.

იწყება ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაცია>>>

როგორც ნიკოლოზ ანთიძე აღნიშნავს, აღმოჩენა ალექსანდრე რუბაშვილისა და ნანა კუპრავას ხელმძღვანელობით რესტავრატორების ჯგუფს ეკუთვნის. უნიკალური რელიეფის ნარჩენები ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს, გუმბათის ქვედა ნაწილის ყელზე, კერძოდ, სახურავის საფარის ქვეშ აღმოაჩინეს, რომელზეც მღვდელმთავარია გამოსახული. 

რესტავრატორები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ტერიტორიაზე სხვა ნაშთებიც აღმოაჩინონ.

ნიკორწმინდა რაჭის რეგიონში ერთადერთი ტაძარია, რომელიც საქართველოს ოქროს ხანაში, 1010-1014 წლებში, ბაგრატ III-ის მეფობის დროსაა აგებული. კედლის მხატვრობა XVI—XVII საუკუნეებით თარიღდება. ტაძრის ფასადი უაღრესად მდიდარია ჩუქურთმებით, ნიკორწმინდის დეკორი ულამაზესია ქართულ ეკლესიებს შორის.

ნიკორწმინდის ტაძარი წარდგენილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესაყვანად.

 

ყველა ახალი ამბავი
0