ქართველის სენსაციური მარცხი მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში

© photo: courtesy of International Judo Federationძიუდო. ბექა ღვინიაშვილი
ძიუდო. ბექა ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მეორე წარმომადგენელმა 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში თავისი პირველი ორთაბრძოლა მოიგო.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა (-90 კგ), რომელსაც მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილი უკავია, ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრა სენსაციურად წააგო.

ღვინიაშვილის მეტოქე 21 წლის გერმანელი ედუარდ ტრიპელი იყო (22-ე ადგილი მსოფლიო რეიტინგში). იპონით სუფთა მოგებისთვის ტრიპელს სულ 1 წუთი და 18 წამი დასჭირდა.

აზერბაიჯანის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, უშანგი მარგიანის გარდა, ორი ძიუდოისტი განიხილებოდა - ბექა ღვინიაშვილი და ავთო ჭრიკიშვილი. საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ და ეროვნული გუნდის მწვრთნელთა შტაბმა საბოლოო არჩევანი ღვინიაშვილზე შეაჩერეს.

ძიუდო - Sputnik საქართველო
ქართველი ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ მედლების გარეშე დარჩნენ

ამგვარად, მსოფლიო პირველობაზე 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრძოლას მხოლოდ უშანგი მარგიანი გააგრძელებს.

მერვედფინალში გასასვლელად მარგიანი ბერძენ თეოდოროს ცელიდისს დაუპირისპირდება.

შეჯიბრების ოთხი დღის შემდეგ ბაქოში საქართველოს ნაკრებს აქტივში მხოლოდ ერთი მედალი აქვს - 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო.

მსოფლიოს ჩემპიონატი ბაქოში 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0