ქართველი ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ მედლების გარეშე დარჩნენ

© photo: Sputnik / Denis Aslanovძიუდო
ძიუდო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრების აქტივში, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალია

თბილისი, 23 სექტემბერი  – Sputnik.  საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეთხე დღეს ვერცერთი მედალი ვერ მოიპოვა. 

ვაჟა მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონატზე დამარცხდა

აზერბაიჯანის დედაქალაქში მსოფლიო ჩემპიონატში კვირას მედლები 81 კგ–მდე წონით კატეგორიაში გათამაშდა, რომელზეც საქართველოს ზებედ რეხვიაშვილი წარმოადგენდა. სამწუხაროდ, იგი პირველივე შერკინებაში დამარცხდა პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძესთან.

ამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდა ირანელი  საიდ მოლაი გახდა, რომელმაც იაპონელი სოტარო ფუჯივარუ დაამარცხა.

ორშაბათს, 24 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატზე მამაკაცებს შორის მედლები  90 კგ–მდე წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს ორი ძიუდოისტი: უშანგი მარგიანი და ბექა ღვინიაშვილი წარმოადგენენ,

წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთადერთი ბრინჯაოს მედალი 60 კგ–მდე წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილმა მოიპოვა.

ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.





ყველა ახალი ამბავი
0