ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონატზე დამარცხდა

© Sputnik / STRINGERვაჟა მარგველაშვილი
ვაჟა მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს მედლები 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდება.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ქართველი ძიუდოისტები ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს მედლების გარეშე დარჩნენ.

ჩემპიონატის მეორე დღეს მედლები 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში თამაშდებოდა, რომელშიც საქართველოს სახელით ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობდა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეა.

ამირან პაპინაშვილი - Sputnik საქართველო
ამირან პაპინაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მარგველაშვილმა პირველ შეხედრაში ბენინის წარმომადგენელი აუგუსტ დაგა დაამარცხა, თუმცა მეორე წრეში გამარჯვება გერმანელ სებასტიან სეიდლს დაუთმო.

ასე რომ, ქართველმა ძიუდოისტმა ვერ მოახერხა წინა წლის მიღწევის გაუმჯობესება, როცა მან ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.

ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს მედლები 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდება, რომელშიც საქართველოს ნაკრებს ლაშა შავდათუაშვილი - 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და 2016 წლის ბრინჯაოს პრიზის მფლობელი წარადგენს.

ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატი 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0