ამირან პაპინაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

© Sputnik / STRINGERამირან პაპინაშვილი
ამირან პაპინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ძიუდოისტმა აზერბაიჯანელი სპორტსმენი დაამარცხა.

თბილისი,  20 სექტემბერი  — Sputnik.  ქართველმა ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

60 კგ–მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში პაპინაშვილმა აზერბაიჯანელ კარამატ ხუსეინოვს სძლია.

აღსანიშნავია, რომ პაპინაშვილს ყველა შანსი ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის. ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძეს შეხვდა  და ორთაბრძოლის დასრულებამდე 20 წამით ადრე ანგარიშით 1:0 ლიდერობდა, თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება მან ბოლომდე  ვერ მოახერხა. 

პაპინაშვილისთვის ეს მეორე ბრინჯაოს მედალია მსოფლიო ჩემპიონატებზე აღებული.

ჩემპიონატის მეორე დღეს მედლები  66 კგ–მდე წონით კატეგორიაში თამაშდება, რომელზეც საქართველოს სახელით  ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს.

ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატი 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.



ყველა ახალი ამბავი
0