თბილისში ღამის ბიბლიოთეკები მოეწყობა

გამოწერა
ღამის ბიბლიოთეკები ძირითადად ტურისტულად მიმზიდველ უბნებში განთავსდება.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ღამის ბიბლიოთეკებისა და მულტიფუნქციური სივრცეების გახსნა იგეგმება, იუწყება ტელეკომპანია Imedi თბილისის მერის მოადგილის სოფო ხუნწარიას განცხადებაზე დაყრდნობით.

ადამიანები ისვენებენ ეთნოგრაფიულ მუზეუმში - Sputnik საქართველო
ბიბლიოთეკა თბილისის ღია ცის ქვეშ

კერძოდ, დაგეგმილია დედაქალაქში ისეთი ადგილების მოწყობა, სადაც, წიგნის წაკითხვის გარდა, მსურველებს სამუშაო სივრცე და დასასვენებელი ადგილი დახვდებათ.

დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე ღამის ბიბლიოთეკა მოეწყობა და ისინი ძირითადად ტურისტულად მიმზიდველ უბნებში განთავსდება.

ღამის ბიბლიოთეკის პროექტი თბილისის მერიის ინიციატივაა, რომელიც ღამის ეკონომიკის ფარგლებში იმოქმედებს. ღამის თბილისის განვითარება კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მისი განცხადებით, ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება ახალი სტარტაპების წახალისებასა და დედაქალაქის შემოსავლების გაზრდას შეუწყობს ხელს.

 

ყველა ახალი ამბავი
0