თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ახალი „წიგნის სივრცე“ გაიხსნება თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 3 ივლისს, იტყობინებიან ღონისძიების ორგანიზატორები Facebook სოციალურ ქსელში.
სამკითხველო სივრცე ეროვნული მუზეუმის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ინიციატივით შეიქმნა.
სპეციალურად მოწყობილ ღია ბიბლიოთეკის სამკითხველო სივრცეში ნებისმიერ მსურველს შეეძლება ბუნებაში წაიკითხოს, იმუშაოს თუ უბრალოდ განიტვირთოს. „წიგნის სივრცეში“ პერიოდულად მოეწყობა ლიტერატურული საღამოები, პრეზენტაციები და საჯარო ლექციები.
„წიგნის სივრცის“ მომხმარებლებს შეეძლებათ ისარგებლონ მუზეუმის ღია ბიბლიოთეკით და, სურვილის შემთხვევაში, გაამდიდრონ ღია სამკითხველო.
პროექტის პრეზენტაცია 20:00 საათზეა დაგეგმილი და სტუმრები პირველ დღეს მოუსმენენ ბენდ Halfmyth-სა და ლევან მიქელაძეს.
უკვე 17 ივლისიდან წიგნის სივრცე ყოველდღიურად მიიღებს მომხმარებლებს.