ფლორენციაში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

CC0 / John Marino / Florenceფლორენცია
ფლორენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფლორენციაში მცხოვრებ ქართველებს ახლა უკვე წიგნის მშობლიურ ენაზე წაკითხვის შესაძლებლობა ექნებათ.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის ფლორენციაში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

ბიბლიოთეკა გაიხსნა ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტ „ეკვილიბრიუმის" ფარგლებში. კეკელიძის თქმით, ჩატარდა უზარმაზარი სამუშაო, მაგრამ შედეგი ამად ღირდა.

„ის სიხარული, რაც ამ ბავშვებს ეტყობოდათ, ბადებს სურვილს, რომ უფრო მეტი და მეტი ვიშრომოთ ამ მიმართულებით", — დაწერა გიორგი კეკელიძემ ბიბლიოთეკის გახსნის ცერემონიის შემდეგ.

„ეკვილიბრიუმი" საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტია, რომლის მიზანია მოქალაქეთა განათლების დონის ამაღლება და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეების შექმნა.

ამ პროექტის ფარგლებში იტალიის ქალაქ ბარიში საკვირაო სკოლაში ახალი ქართულენოვანი წიგნები შევა. სასწავლო დაწესებულება აქ ასევე ფუნქციონირებს საქართველოდან წასული ემიგრანტებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0