ექვსი შეიარაღებული პირი ბაზარში ოთხ ადგილობრივს  ფიზიკურად გაუსწორდა

გამოწერა
დაშავებულებს ამ წუთებში სამედიცინო კვლევა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უტარდებათ

თბილისი,  23 სექტემბერი  — Sputnik.   თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში ექვსი შეიარაღებული პირი სოფელ ყარაჯალის ოთხ მკვიდრს ფიზიკურად გაუსწორდა, იუწყებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ციხის საკანი - Sputnik საქართველო
ტაქსის მძღოლის დაყაჩაღება: ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა შეეფარდა

გავრცელებული ინფორმაციით,  დაშავებულთა შორის ერთ–ერთი   14 წლის მოზარდია.

თვითმხილველების განცხადებით,   დაჭრილთაგან   ერთს ჭრილობა  ცეცხლსასროლი იარაღით  კისრის არეში აქვს მიყენებული.

დაშავებულებს ამ წუთებში სამედიცინო კვლევა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უტარდებათ.

დაზარალებულების განცხადებით,  დაპირისპირება ვარდისუბნის მცხოვრებლებს შორის მიწის ნაკვეთის გამო ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოხდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით ( „ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება“) მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0