ტაქსის მძღოლის დაყაჩაღება: ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა შეეფარდა

© AFP 2024 / Mike LEYRAL ციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული ტაქსის მძღოლს თავს დაესხა და დანის მუქარით ფულადი თანხა გამოსძალა.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობისთვის ბრალდებული, განზრახ დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.თ. დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
გორში 36 წლის ახალგაზრდა 78 წლის მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა

როგორც გამოძიებით დადასტურდა,  2017 წლის 23 სექტემბერს, ღამის საათებში, ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.თ. თანხის გამოძალვის მიზნით თბილისში თავს დაესხა ტაქსის მძღოლს გ.ო.-ს, დანა დაადო გულმკერდის არეში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გამოსძალა გამომუშავებული ფულადი თანხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გ.თ ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულს ბრალი არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.თ. დამნაშავედ ცნო  წარდგენილ ბრალდებაში, რის შედეგადაც ბრალდებულს ცხრა წლით  თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 


ყველა ახალი ამბავი
0