იმნაძე: წყალტუბოს საბავშვო ბაღებში მოწამვლის ფაქტების გამო  სწავლა დროებით შეწყდება

© Sputnik / STRINGERИгровая площадка детского сада
Игровая площадка детского сада - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტიზა ჩაუტარდება ყველა  პროდუქტს, რომელიც მიწოდებული იყო აღნიშნულ საბავშვო ბაღებში

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოწამვლის სიმპტომებით ჰოსპიტალიზებულ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ნაწლავური ინფექცია შიგელოზი დაუდგინდათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე საბავშვო ბაღის აღსაზრდელები საავადმყოფოში მოხვდნენ. მათ პირღებინება, მუცლის ტკივილი და მაღალი სიცხე აღენიშნებოდათ. ბავშვები მკურნალობას ქუთაისში ჰოსპიტალ „მედიქალ სითიში“ გადიან. ადგილზე ჩავიდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე, რომელიც ვითარებას გაეცნო.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
ინტოქსიკაცია წყალტუბოს საბავშვო ბაღში - 11 ბავშვი საავადმყოფოში მკურნალობს

მისი თქმით, ამ დროისთვის ჩატარებული ანალიზის პასუხები აღნიშნულ შედეგს აჩვენებს.

„ეს არის ტიპური ნაწლავური ინფექცია. საქმე გვაქვს შიგელოზთან, ანალიზების რამდენიმე პასუხი ცნობილია. რაც შეეხება რაოდენობას, სულ ჰოსპიტალიზებული იყო 26 ბავშვი. დღეს კი, გაცილებით ნაკლებია კლინიკებში“, – განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, ინფექციის გამოწვევა სხვადასხვა პროდუქტს შეეძლო.

„საუბარია იმაზე, რომ წარმოების დონეზე შესაძლებელია, მოხდა საკვები პროდუქტის დაბინძურება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს კარდაკარ ჩამოვლა იმის დასადგენად, სახლის პირობებში ხომ არ ჩაუტარეს რომელიმე მცირეწლოვანს მკურნალობა.

ხილი - Sputnik საქართველო
რას ვჭამთ: ხილ-ბოსტნეული ნიტრატებზე შეამოწმეს

რაც შეეხება ინფექციის გამომწვევ მიზეზს, იმნაძის თქმით, ტარდება შესაბამისი კვლევა და მოწმდება საკვები, რომლითაც საბავშვო ბაღები მომარაგდნენ.

„მიზეზზე საუბარი ადრეა. მიმდინარეობს კვლევა. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იკვლევენ ყველა  პროდუქტს, რომელიც მიწოდებული იყო აღნიშნულ საბავშვო ბაღებში. გადაწყდა, რომ კვლევის პასუხამდე, ბაღებში სწავლა შეჩერდეს“, – განაცხადა იმნაძემ.

ცნობილი გახდა, რომ გეგუთის გარდა, მსგავსი ფაქტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთ სოფელში დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0