რას ვჭამთ: ხილ-ბოსტნეული ნიტრატებზე შეამოწმეს

გამოწერა
ნიტრატების ნორმაზე მეტი რაოდენობა აღმოჩნდა ბათუმსა და ქუთაისში აღებულ სინჯებში.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ნიტრატების ზღვრულ ნორმაზე მეტი რაოდენობა ხილ-ბოსტნეულის 40 ნიმუშიდან ორ შემთხვევაში აღმოჩნდა, ნათქვამია საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

გაეროს ექსპერტმა, ეკოტოქსიკოლოგმა ხათუნა ახალაიამ ივლისში განაცხადა, რომ საქართველოს ბაზარზე გასაყიდად გამოტანილ საზამთროსა და ნესვში ნიტრატებისა და ნიტრიტების რაოდენობა დასაშვებ ნორმას სამ-ოთხჯერ აღემატება. თუმცა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ ნიტრატების ზღვრული ნორმა საზამთროსა და ნესვში დადგენილ მაჩვენებელს არ აჭარბებს.

საზამთრო დახლზე - Sputnik საქართველო
რას ვჭამთ: როგორია ნიტრატების შემცველობა საზამთროსა და ნესვში

ეროვნულმა სააგენტომ ხილ-ბოსტნეულში ნიტრატების არსებობის დადგენის მიზნით 60 ნიმუში აიღო თბილისსა და რეგიონებში.

გამოკვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიებში ჩატარდა. ამ ეტაპზე ცნობილია 40 ნიმუშის კვლევის შედეგები. დარღვევები აღმოჩნდა ნესვის ორ ნიმუშში, რომლებიც აიღეს ბათუმსა და ქუთაისში. მათში დაფიქსირდა ნიტრატების ზღვრული დონე. ერთ შემთხვევაში ნიტრატების რაოდენობა შეადგენდა 480 მგ/კგ, ხოლო მეორეში — 212 მგ/კგ. დასაშვები ნორმაა 90 მგ/კგ. ექსპერტებმა გამყიდველებისგან პროდუქციის ბაზრიდან ამოღება მოითხოვეს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ხილისა და ბოსტნეულის გამოკვლევა ნიტრატების შემცველობაზე გრძელდება. ინფორმაცია დანარჩენი 20 ნიმუშის შესახებ საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ყველა ახალი ამბავი
0