ფოთში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ მამაკაცს უვადო პატიმრობა ემუქრება

CC0 / Pixabay / stevepb / აბები
აბები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამოღებულია სამ გრამზე მეტი ჰეროინი, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 13 აბი და ექვსი ნატეხი.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფოთში 47 წლის მამაკაცი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი გახარია ბაქოში - Sputnik საქართველო
საქართველოს ირანიდან ნარკოტრაფიკი ემუქრება – რაზე ისაუბრეს მინისტრებმა ბაქოში

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას სამ გრამზე მეტი ჰეროინი, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 13 აბი და ექვსი ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით („განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა“), რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0