საქართველოს ირანიდან ნარკოტრაფიკი ემუქრება – რაზე ისაუბრეს მინისტრებმა ბაქოში

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgiaგიორგი გახარია ბაქოში
გიორგი გახარია ბაქოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა უსაფრთხოებისა და ტურისტული ნაკადის გადაადგილების საკითხები განიხილეს

თბილისი, 30 აგვისტო  — Sputnik.  საქართველომ  და აზერბაიჯანმა ერთობლივად უნდა ებრძოლონ ირანიდან ჰეროინის ტრაფიკს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგა რამილ უსუბოვთან გამართულ შეხვედრაზე.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის Echowaves–ის დროს, რომელიც ანაკლიაში ჩატარდა, ნარკოტიკების უკანონო შეძენა–შენახვა–გასაღების ბრალდებით შსს–ს თანამშრომლებმა 22 ადამიანი, მათ შორის ირანის ხუთი მოქალაქე დააკავეს.  

ილჰამ ალიევი და მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანთან ურთიერთობების შესახებ

 „ვისაუბრეთ საზღვრის მართვაზე. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნარკოტრაფიკის კონტროლი. ამ მიმართულებით გამოწვევები საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით, ირანის ფაქტორის გათვალისწინებით და ჩვენ ერთობლივად ვგეგმავთ, რომ კონკრეტულად ჰეროინის ტრაფიკს ირანიდან ერთობლივად ვებრძოლოთ. ეს სერიოზული გამოწვევაა და ვფიქრობ, აქ გამოსავალი არის მხოლოდ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა. სხვანაირად, ცალკეულ სახელმწიფოებს მსგავსი ტრანზიტის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლა საკმაოდ გაუჭირდებათ", — განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ და რამილ უსუბოვმა, ასევე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოებისა და ტურისტული ნაკადების გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად იმყოფება. საქართველოს მთავრობის მეთაური ბაქოში ოფიციალური ვიზიტით ხუთშაბათს გაემგზავრა. მან შეხვედრები უკვე გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კუთხით. დღეს აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია — მიმდინარე წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 882 მილიონ დოლარი შეადგინა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0